Main » Files » My files

1 დეკემბერი შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღეა
2012-12-01, 4:05 PM

უკანასკნელი სამი ათეული წლის მანძილზე აივ/შიდსის ეპიდემიამ 25 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მათ შორის 1,7 მილიონი ადამიანი 2011 წელს გარდაიცვალა.

მაგრამ მსოფლიოს მასშტაბით არის წინსვლაც - 2011 წელს 700 ათასით ნაკლები ადამიანი დასნებოვნდა, ვიდრე 2001 წელს.

თუმცა ეს არ ეხება ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს - გაეროს აივ/შიდსის გაერთიანებული პროგრამის 2012 წლის მოხსენებაში ნათქვამია, რომ „აივ ინფიცირებით დაავადებები მატულობს აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში: საქართველოში, ყაზახეთში, ყირგიზეთსა და მოლდოვაში ახალი შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა 25%-ით. რუსეთის ფედერაციაში წლიური რაოდენობა დრამატულად არის გაზრდილი - 40 ათასზე ნაკლებიდან 2006 წელს, 60 ათასზე მეტამდე.

Category: My files | Added by: premiertv
Views: 679 | Downloads: 0 | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:
www.wsa.ge
 საიტის რუკა