Main » Files » My files

,,ინფრასტრუქტურიზაცია” კასპში
2013-03-17, 4:39 PM

საქართველოს მთავრობის მიერ კასპის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით 7 მლნ 924 000 ლარი გამოიყო. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან აცნობეს. აღნიშნული თანხის ხარჯვის პრიორიტეტები უკვე განსაზღვრულია. ძირითადად, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება იგეგმება.

კერძოდ, ქალაქ კასპის ერთ-ერთი ცენტრალური, სააკაძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია დასრულდება. ოფიციალური ცნობით, პირველი და მეორე ეტაპი 2012 წელს დაიწყო, ხოლო 2013 წელს მე-3 ეტაპი დასრულდება. სახელმწიფო ბიუჯეტს სააკაძის ქუჩის რეაბილიტაციის დასრულება 1 მლნ 300 000 ლარი დაუჯდება. აღნიშნულ სამუშაოების პირველი-მეორე ეტაპი კომპანია ,,ლებე”-მ აწარმოა. მესამე ტაპის დოკუმენტაცია ამავე კომპანიამ მოამზადა. კასპის საკრებულოს წევრი კოალიცია ,,ქართული ოცნებიდან” ხათუნა თათანაშვილი პრიორიტეტებს ეთანხმება, თუმცა დიდი ხნის განმავლობაში აღნიშნული კომპანიის შესრულებულ სამუშაოებს ეჭვქვეშ აყენებს.

დაახლოებით 2 მლნ 460 000 ლარი სოფლების ზემო ხანდაკისა და ხოვლესთან არსებული მთავარი გზის სრული რეაბილიტაცია ჩატარდება. აქ პირველი ეტაპი 2012 წელს დაიწყო, ხოლო 2013 წელს მეორე ეტაპი განხორციელდება. პირველ ეტაპს კომპანიც ,,მშენ გროუფ”-ი აწარმოებდა. ამავე კომპანიას მეორე ეტაპის სამუშაოების დოკუმენტაციაც მომზადებული აქვს.

დაახლოებით 1 მლნ 380 000 ლარი კავთისხევი – ეზატი – თვალადის საავტომობილო გზის სრული რეაბილიტაცია განხორციელდება. ამ გზაზე აქამდე არ ჩატარებულა ასეთი ტიპის სამუშაოები და ის ახლად დასაწყებია.

დაახლოებით 1 მლნ 200 000 ლარად ახალციხე-ნოსტეს საავტომობილო გზის სრული რეაბილიტაცია განხორციელდება. ეს გზაც ახლად დასაწყებია.

დაახლოებით 224 000 ლარი სოფელ სასირეთში გენერალ მაზნიაშვილის სახლმუზეუმამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია განხორციელდება.

დაახლოებით 120 000 ლარით მეტეხი-ბარნაბიანთკარის გზის რეაბილიტაცია.

დაახლოებით 800 000 ლარით კასპში მდინარე ლეხურას მარჯვენა და მარცხენა სანაპიროს ნაპირსამაგარი სამუშაობი განხორციელდება.

დაახლოებით 200 000 ლარით სოფელ სამთავისის სასმელი წყლის რეაბილიტაცია განხორციელდება.

დაახლოებით 240 000 ლარი სოფელ წინარეხის სასმელი წყლის რეაბილიტაციაზე დაიხარჯება.

ირმა კიტრიაშვილი / შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

Category: My files | Added by: premiertv
Views: 765 | Downloads: 0 | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:
www.wsa.ge
 საიტის რუკა