24 იანვარს, კასპის რაიონის სოფელ ქვემო ჭალაში, სოფლის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა სოსო შუღლიაშვილმა კრება ჩაატარა, სადაც რაიონის ახალი ხელმძღვანელობის გეგმების შესახებ მოსახლეობასთან საუბარს აპირებდა. კრებაზე რაიონის გამგებლის ოლეგ იაძის მოწინააღმდეგეებიც მივიდნენ, რომლებიც 16-19 იანვარს მისი გადადგომის მოთხოვნით შიმშილობდნენ. კრების მონაწილეებსა და ოლეგ იაძის მოწინააღმდეგეებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.
სოფლის გამგებელმა კრებაზე გამოაცხადა: ,,გვარცხვენენ თუ არა ეს ქალბატონები?”. მან იმ ადამიანებს ხელის აწევა სთხოვა, ვინც ამ აზრს არ ეთანხმებოდა. კრებაზე ჩამოთვალეს ის ფაქტებიც, თუ რატომ შეიძლება არცხვენდნენ ,,დიდი ამილახვრის”, დიდი კარბელაშვილის და საკორინთლოს სოფელს ოლეგ იაძის მოწინააღმდეგეები.
|