Main » Files » My files

13 დეკემბერს ილია მეორეს კასპში ელოდებიან
2012-11-27, 11:48 PM

2012 წლის 26 ნოემბერს, კასპში, ვახტანგ გორგასლის სახელობის ახალაშენებულ ეკლესიის თავზე, მეუფე ანდრიას ლოცვა კურთხევით, ჯვარი აღიმართა. ორნავიანი ბაზილიკური ტიპის ეკლესიის კურთხევა ვახტან გორგასლისა და ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს 13 დეკემბერს იგეგმება. ეკლესიის კურთხევაზე საქართველოს კათოლოკოს პატრიარქს უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს ელოდებიან.

ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესია შიდა ქართლში ყველაზე დიდი მოცულობის იქნება. ტაძრის გუმბათზე ჯვრის აღმართვას კასპის ყოფილი გამგებელი კახაბერ ხაჩირაშვილიც ესწრებოდა. ხაჩირაშვილის თქმით, ტაძრის მშენებლობა მისი გამგებლობის პერიოდში დაიწყო და მუნიციპალიტეტმა მასში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

ჯვრის აღმართვის ცერემონიას კასპის მაჟორიტარი დეპუტატი დავით ონოფრიშვილი და კასპის მუნიციპალიტეტის გამგებლი მოვალეობის ახალი შემსრულებელი ოლეგ იაძეც ესწრებოდნენ.

ირმა კიტრიაშვილი / შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

Category: My files | Added by: premiertv
Views: 718 | Downloads: 0 | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:
www.wsa.ge
 საიტის რუკა