შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ვებ-გვერდზე ჩატარებული გამოკითხვების შედეგები უკვე ცნობილია. წლის გამგებლად შიდა ქართლის რეგიონში კასპის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ოლეგ იაძე დასახელდა, ხოლო პოლიტიკოსად – ახალი მემარჯვენეების გორის ორგანიზაციის ლიდერი სოსო ბორცვაძე.
გამოკითხვა 2012 წლის 25 დეკემბერს დაიწყო და 2013 წლის 7 იანვრის ჩათვლით გაგრძელდა. შედეგების მიხედვით, წამყვანი პოზიცია უკავია ასევე ლიახვის ხეობის ყოფილ მაჟორიტარს დეპუტატს და ამჟამად გუბერნატორის მოადგილეს ბადრი ბასიშვილს.
წლის პოლიტიკოსი რეგიონში: დაფიქსირებულია 554 IP ხმა, რომელიც შემდეგნაირად გადანაწილდა:
1. სოსო ბორცვაძე (ახალი მემარჯვენეები) (34%, 188 ხმა) 2. სოსო ვახტანგაშვილი (კოალიცია ,,ქართული ოცნება” – ეროვნული ფორუმი) (17%, 92 ხმა) 3. ბადრი ბასიშვილი (ერთიანი ნაცინალური მოძრაობა”) 14%, 78 ხმა)
4. თამაზ შიოშვილი (კოალიცია ,,ქართული ოცნება” – თავისუფალი დემოკრატები”) (9%, 49 ხმა) 5. დავით ონოფრიშვილი (კოალიცია ,,ქართული ოცნება”) (8%, 45 ხმა) 6. ხათუნა თათანაშვილი (კოალიცია ,,ქართული ოცნება” – რესპუბლიკელები) (6%, 34 ხმა) 7. ლერი ხაბელოვი (კოალიცია ,,ქართული ოცნება”) (4%, 24 ხმა) 8. ვალერი გელაშვილი (კოალიცია ,,ქართული ოცნება” – რესპუბლიკელები) (3%, 16 ხმა) 9. გიორგი ტატიშვილი (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”) (2%, 11 ხმა) 10. ზვიად ხმალაძე (,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”) (2%, 11 ხმა) 11. ზურაბ როსებაშვილი (,,ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა” (1%, 6 ხმა)
როგორც ,,2012 წლის პოლიტიკოსის” გამოკითხვით ირკვევა, კოალიცია ,,ქართული ოცნების” სხვადასხვა წარმომადგენელს ჯამში 260-მა IP მომხმარებელმა მისცა ხმა. რაც მთლიანი შედეგების თითქმის 47%-ია. რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას, მისმა წარმომადგენლებმა სულ 100 ხმა აიღეს, რაც 18%-ია. ,,ახალი მემარჯვენეების” ერთადერთმა კანდიდატმა ხმების 34% აიღო. ყველაზე ნაკლები ,,ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის” გორის ორგანიზაციის ლიდერმა ზურაბ როსებაშვილმა – 1% მიიღო.
წლის გამგებელი შიდა ქართლში დაფიქსირებულია 282 IP ხმა, რომელიც შემდეგნაირად გადანაწილდა: 1. ოლეგ იაძე (კოალიცია ,,ქართული ოცნება” – კასპი) – (35%, 100 ხმა) 2. კახა ხაჩირაშვილი (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – კასპი) (27%, 77 ხმა) 3. პაპუნა კობერიძე (კოალიცია ,,ქართული ოცნება” – გორი) (23%, 66 ხმა)
4. დავით ხმიადაშვილი (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გორი) (7%, 17 ხმა) 5. ილია ბურჯანაძე (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ქარელი) (3%, 9 ხმა) 6. როინ მახარობლიძე (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ხაშური) (3%, 8 ხმა) 7. ივანე ოსაძე (კოალიცია ,,ქართული ოცნება” – ქარელი) (2%, 5 ხმა).
,,2012 წლის გამგებელი შიდა ქართლში” – ს მიხედვით, კოალიცია ,,ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა ჯამში 171 ხმა აიღეს, რაც 60,6 %-ია. დანარჩენი ხმები ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა გაიყვეს.
|