Main » Files » My files

აჭარის პროკურორის ძველი ,,ამბები” კასპში
2012-12-05, 6:51 PM

აჭარის მთავარ პროკურორად კასპის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი ლევან გზირიშვილი 2012 წლის 12 ნოემბერს დაინიშნა. ,,მოქალაქეთა კავშირის” სახელით მოქმედმა გზირიშვილმა, 2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო მაჟორიტარულ არჩევნებში, კასპში, ამჟამინდელი კასპის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი და ამავე დროს კოალიცია ,,ქართული ოცნების” ადგილობრივი შტაბის ერთ-ერთი ლიდერი ოლეგ იაძე დაამარცხა. კასპის მაჟორიტარად, 2003 წელს, კიდევ ერთი დღევანდელი ,,ქართული ოცნების” მხარდამჭერი გელა გურასპაშვილი იყრიდა კენჭს. ის იმ პერიოდში ,,ეროვნული თანხმობის” სახელით გამოდიოდა.


2003 წელს, სახელისუფლებო გუნდის ფავორიტმა ლევან გზირიშვილმა იაძე და გურასპაშვილი ,,დიდი შედეგებით” დაამარცხა. კასპის მანამდელმა მაჟორიტარმა დეპუტატმა ვახტანგ ქარუმიძემ კი კანდიდატურა 2003 წელს გზირიშვილის სასარგებლოდ მოხსნა.

ლევან გზირიშვილი, საპარლამენტო მანდატის მოპოვებისთვის, 1995 წელსაც იბრძოდა. მაშინ კასპის მოსახლეობამ არჩევანი ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელზე რამაზ ბერიანიძეზე შეაჩერა. რამაზ ბერიანიძეც დღეს კოალიცია ,,ქართული ოცნების” წევრია. 1999 წელს გზირიშვილი ხაშურის პროკურორად დაინიშნა, ხოლო 2000 წელს მცხეთაში გადაიყვანეს.

საიდან მოხვდა ლევან გზირიშვილი კოალიცია ,,ქართული ოცნების” ფავორიტების სიაში? ის ,,ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებს, რომ ირაკლი ალასანიას პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელია. ,,როცა ირაკლი ალასანიას პარტია შეიქმნა, 300 დამფუძნებელთაგან ერთ-ერთი ვიყავი. მე არ ვაქტიურობდი. შეხვედრებზე, როცა იყო გასვლის მოწოდება, მივდიოდი ოჯახის წევრებთან ერთად… მაგრამ პოლიტიკური საქმიანობა არ მქონია.” – განაცხადა გზირიშვილმა.

ირმა კიტრიაშვილი/შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

Category: My files | Added by: premiertv
Views: 581 | Downloads: 0 | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:
www.wsa.ge
 საიტის რუკა