Main » Files » My files

,,არ მახსოვს ასეთი რამ ოდესმე მომხდარიყოს” – აცხადებს საბავშვო ბაღის ყოფილი დირექტორი
2013-01-10, 10:40 PM

კასპის რაიონის ბაგა-ბაგების გაერთიანების დირექტორი ნანა ნონიაშვილი და მის დაქვემდებარებაში მყოფი ქალაქში არსებული ხუთივე ბაგა-ბაღის ხელმძღვანელი 9 იანვრის ბრძანებით დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ისინი საბავშვო ბაღებში აღმზრდელებად დატოვეს. თუმცა სამსახურის გარეშე, მხოლოდ, N1 ბაგა ბაღის დირექტორი ქეთევან ნონიაშილი დარჩა. ის ნანა ნონიაშვილის შვილია.

ბაღების გაერთიანების ყოფილი ხელმძღვანელი ნანა ნონიაშvილი ამავდროულად სარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იყო. გათავისუფლებულები ახალი ხელისუფლების ქმედებას აპროტესტებენ და უკანონო ქმედებებზე საუბრობენ. გამგეობაში კი ბაგა-ბაღის დირექტორთა გათავისუფლებას მართებულად მიიჩნევენ, ხოლო არგუმენტად ხელშეკრულების ვადის ამოწურვას ასახელებენ.

კასპის მესამე ბაგა ბაღის აწ უკვე ყოფილი გამგე ციცო ზარიძე აცხადებს, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს.

,,არჩევნების პერიოდში დარღვევა არ მქონია და არც დანაშაული ჩამიდენია. მე 32-ე უბნის კომისიის თავმჯდომარე ვიყავი. ალბათ იმ პირებისათვის ათავისუფლებენ ჩვენს ადგილებს, რომლებიც ქართული ოცნების მაიკებითა და დროშებით დარბოდნენ და დასაქმება სურთ. წლებია ამ სფეროში ვმოღვაწეობ და ასეთი რამ არ მახსოვს, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგომ, პოლიტიკური ნიშნით, ბაღების გამგეები შეცვლილიყვნენ.” – ამბობს ციცო ზარიძე.

ბაგა-ბაღების გაერთიანების ახალი ხელმძრვანელი ხათუნა ტყემალაძე დირექტორთა გათავისუფლებას ასე ხსნის:

,,ბაგა-ბაღების დირექტორები და გაერთიანების ყოფილი ხელმძღვანელი ნანა ნონიაშვილი, გამგეობის ადმინისტრაციის მიერ, ხელშეკრულებით იყვნენ დასაქმებულები. ხელშეკრულების ვადები მათ ამოეწურათ და ყოველგვარი კანონის დაცვით მოხდა მათი გათავისუფლება. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ გათავისუფლებული დირექტორები გადავიყვანეთ იმავე დაწესებულებებში აღმზრდელებად” – აცხადებს ხათუნა ტყემალაძე.

Category: My files | Added by: premiertv
Views: 634 | Downloads: 0 | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:
www.wsa.ge
 საიტის რუკა