Main » Files » My files

ბარნოვის გაშიფრული სქემა და სტალინის სადღეგრძელოსთვის გათავისუფლებული სპეციალისტი
2013-02-07, 8:36 PM

შიდა ქართლის რწმუნებულ-გუბერნატორმა ანდრო ბარნოვმა დღევანდელ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებში ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით ათავისუფლებენ. მან გადმოგვცა 27 კაციანი სია, რომელიც სხვადასხვა მიზეზების გამო სამსახურიდან გაუშვეს. მათ შორის, კასპის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის რევაზ მერებაშვილი მოხვდა, რომლის გათავისუფლების მიზეზში, ბარნოვი უთითებს, რომ მან სტალინის სადღეგრძელო არ დალია.

სქემაში ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის, პრემიერ ივანიშვილის დაცვის, სოფლის მეურნეობის მინისტრის დავით კირვალიძის, პარლამენტის დეპუტატების: – ლერი ხაბელოვის, ვალერი გელაშვილის, თემურ ხუბულურის, თამაზ შიოშვილის და სოსო ვახტანგაშვილის ნათესავებიც მოხვდნენ.

გთავაზობთ ჩვენს მიერ გადაუმოწმებელ ბარნოვის ვერსიას. რამდენიმე მათგანზე შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი კი უკვე წერდა.

1. ნუკრი აბალაკი გაათავისუფლეს იმის გამო, რომ მის ადგილზე გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსად დეპუტატ თამაზ შიოშვილის დის ქმარი დავით გორგიშელი დაენიშნათ.

2. იოსებ ბეჟანიშვილი ბერბუკის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის თანამდებობიდან გაათავისუფლეს იმის გამო, რომ მის ნაცვლად თამაზ შიოშვილის ბიძა როინ შიოშვილი დაენიშნათ.

3. გურამ პაპუაშვილი კულტურის სამსახურის უფროსის თანამდებობიდან დააქვეითეს იმის გამო, რომ მის ნაცვლად თამაზ შიოშვილის ბიძაშვილი – რამაზ შიოშვილი დაენიშნათ.

4. როინ ფოლადაშვილი შავშვების ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის პოსტიდან გაათავისუფლეს იმის გამო, რომ მის ნაცვლად დეპუტატ სოსო ვახტანგაშვილის ნათესავი მარინა თვაური დაენიშნათ.

5. ბესიკ ანიაშვილი გორის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულიდან გაათავისუფლეს იმის გამო, რომ მის ნაცვლად ზემოთ ნახსენები დავით გორგიშელის ნათესავი დაენიშნათ.

6.ძევერის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული გაათავისუფლეს იმის გამო, რომ მის ნაცვლად დეპუტატ თამაზ შიოშვილის ნათესავი რეზო კეჩხუაშვილი დაენიშნათ.

7.გია თენაძე სპორტული ცენტრის დირექტორის თანამდებობიდან იმის გამო დააქვეითეს, რომ მის ნაცვლად ივანიშვილის დაცვის წევრის რეკომენდაციით დისკვალიფიცირებული სპორტსმენი ნოდარ მეტრეველი დაენიშნათ, რომელმაც ბაქოში ჩემპიონატის დროს საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელს მობილური მოპარა.

8. სპორტსკოლის თანამდებობიდან გიორგი ნასყიდაშვილი იმის გამო გაათავისუფლეს, რომ მის ნაცვლად დეპუტატ თემურ ხუბულურის ძმა კონსტანტინე ხუბულური დაენიშნათ.

9. სპორტსკოლის სპეციალისტად დანიშნეს დეპუტატ თემურ ხუბულურის მეგობარი ზაზა ბერიძე დაინშნათ.

10. სოფელ ხიდისთავის გამგებლობიდან რეზო გიორგაძე გაათავისუფლეს იმის გამო, რომ მის ნაცვლად სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძის კურსელი ნუგზარ ტლაშაძე დაენიშნათ.

11. ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის ხელმძღვანელად დანიშნეს შმაგი ხუბულური, დეპუტატ თემურ ხუბულურის ბიძაშვილის შვილი.

12. სოფელ დვანში რწმუნებულის თანაშემწედ დაინიშნა დეპუტატ ლერი ხაბელოვის ნათესავი ემა წერეთელი.

13. ხაშურში დასუფთავების სამსახურის უფროსად დაინიშნა ზაალ აბულაძე, რომელიც დეპუტატ ვალერი გელაშვილის დეიდაშვილის ქმარია.

14. ხაშურში გამგებლის მოადგილედ დაინიშნა ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის დეიდაშვილი – მამუკა წიქარიშვილი.

15. გორის გამგებლის მოადგილეობიდან დავით დადიანი გაათავისუფლეს იმის გამო, რომ მის ნაცვლად ზაზა ადუაშვილი დაენიშნათ, რომელსაც არა აქვს დიპლომი.

16. ქარელის რაიონის სოფელ ფცაში დაინიშნა როზა ედილაშვილი, რომელიც ქარელის ,,ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის ჯონდო ედილაშვილის ბიძაშვილია.

17. ქარელში რწმუნებულად დაინიშნა ჯონდო ედილაშვილი, რომელიც არის დეპუტატ ლერი ხაბელოვის მეგობარი, ის დვანის რწმუნებულად უნდა დანიშნულიყო, თუმცა ხალხმა არ დაუშვა.

18. ქარელის გამგებლის მდივნად დაინიშნა ნათია აღნიაშვილი, რომელიც ჯონდო ედილაშვილის კადრია.

19. ქარელის რაიონის სოფელ ბრეთში რწმუნებულის თანაშემწედ დაინიშნა გულიკო ედილაშვილი, რომელიც ჯონდო ედილაშვილის შვილია.

20. ბრეთის საბავშვო ბაღის აღმზრდელად დაინიშნა მარიკა ედილაშვილი, რომელიც ჯონდო ედილაშვილის ბიძაშვილია.

21. გორის ერთ-ერთი უბნის რწმუნებულის ავთო ჯოლბორდის ნაცვლად დაინიშნა გიორგი ჭიღლაძე, რომელსაც უმაღლესი განათლება არა აქვს.

22. კასპში ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის პოსტიდან გაათავისუფლეს რევაზ მერებაშვილი, რომელმაც არ დალია სტალინის სადღეგრძელო.

23. კასპში ,,ზემოდან დავალებით” გაათავისუფლეს გიორგი ბუცხრიკიძე.

24. ქარელში სამსახურიდან თამარ მამაგულაშვილი გაათვისუფლეს იმის გამო, რომ მის უბანზე ნაციონალურმა მოძრაობამ ბევრი ხმა აიღო.

25. ქარელში სოფელ დვანში საბავშვო ბაღის გამგეობიდან გაათავისფლეს მარინა სირბილაძე იმის გამო, რომ საარჩევნო კომისიის წევრი იყო.

26. ქარელში ნინო მაისურაძე გაათავისუფლეს ფეხმძიმე.

27.ქარელში კადრების სპეციალისტი ნანული ბუზიაშვილი გაათავისუფლეს იმის გამო, რომ მოხუცია
ო.


Category: My files | Added by: premiertv
Views: 657 | Downloads: 0 | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:
www.wsa.ge
 საიტის რუკა