Main » Files » My files

ბელგიიდან პოლიტიკური დევნილი დაბრუნდა
2012-12-18, 4:48 PM

ბელგიიდან დაბრუნებულ პოლიტიკურ დევნილს ლევან თაბორიძეს კასპის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ოლეგ იაძე ჯერ აეროპორტში დახვდა, შემდეგ ოჯახთან ერთად გამგეობის შენობაში შეხვედრა მოუწყო. თაბორიძემ საქართველო პროტესტის ნიშნად 2012 წლის დასაწყისიში დატოვა და თავშესაფარი ითხოვა.

ლევან თაბორიძე სტრასბურგში სააკაშვილის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობდა. მისი პოლიტიკური აქტიურობის შემდეგ ზეწოლები მის ოჯახზე განხორციელდა.

თაბორიძის მონაწილეობით ბრიუსელში აქცია 20 ივნისს გაიმართა, როდესაც მიხეილ სააკაშილი იმყოფებოდა. 15 ივლისს კი ევროკავშირის შენობის წინ 200 კაციანი აქცია მოეწყო. ლევან თაბორიძე, სწორედ, ამ აქციების აქტიური წევრი იყო. მისი ოჯახი ქალაქ კასპში ცხოვრობს და აგრარულ ბაზარზე ვაჭრობენ.

ამ აქციების შემდეგ 8 აგვისტოს, ლევან თაბორიძის მამასთან მაშინდელი კრიმინალური პოლიციის უფროსი მალხაზ ბარნოვი მივიდა. ,,თუკი ჩემი შვილი ჭკვიანად არ იქნება, სახლ-კარს დაგატოვებინებთო” – განუცხადა მაშინ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ლევან თაბორიძის დედამ. მისი მეუღლე ელგუჯა თაბორიძე სახლში აკანკალებული მოვიდა და მეუღლეს მოუყვა, თუ რა მუქარა შეუთვალეს.

ოლეგ იაძის განცხადებით, ლევან თაბორიძე კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დასაქმებდა და სავარაუდოდ სახანძრო-სამაშველო სამსახურს ჩაუდგება სათავაზე. თაბორიძე ამავე დროს სპორტსმენია.

ირმა კიტრიაშვილი / შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

Category: My files | Added by: premiertv
Views: 685 | Downloads: 0 | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:
www.wsa.ge
 საიტის რუკა