Main » Files » My files

ბინძური ბრძოლა ,,ტატამზე”
2012-12-09, 6:00 PM
ოლეგ იაძე და სოსო შუღლიაშვილი

ოლეგ იაძე და სოსო შუღლიაშვილი

კასპის რაიონის სოფელ ქვემო ჭალაში მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ოლეგ იაძემ ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულად სოსო შუღლიაშვილი დანიშნა. ის ჯერ სოფლის ადმინისტრაციულ შენობაში, ხოლო შემდეგ დარბაზში წარადგინა. წარდგენა ოლეგ იაძესა და მის დანიშნულ რწმუნებულის მოწინააღმდეგეებს შორის კამათში გადაიზარდა.

კოალიცია ,,ქართული ოცნების” ქვემო ჭალის აქტივისტები რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს ოლეგ იაძეს სხვა კანდიდატს, თინათინ გახელაძეს სთავაზობდნენ. იაძემ შეთავაზებული კანდიდატი არ მიიღო. ის აცხადებს რომ, კონკრეტული ჯგუფის ,,მარინეტად არ იქცევა’’ და არჩევანს არ შეიცვლის.

,,თინათინ გახელაძეს მოსახლეობის მცირე ნაწილი უჭერს მხარს. როცა იქნება სოფელში თვითმმართველობის არჩევნები, კანდიდატურა წარადგინონ და მაშინ აირჩიონ” – განაცხადა იაძემ. ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს კანონის მიხედვით მუნიციპალიტეტის გამგებელს საკუთრი სურვილის მიხედვით ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის დანიშვნის უფლება აქვს. კოალიცია ,,ქართული ოცნება” მომდევნო თვითმმართველობის არჩევნებისთვის ყველა დონეზე გამგებლების პირდაპირი წესით არჩევნების ჩატარებას აპირებს.

,,კასპის რაიონის არის ტატამი, ხოლო ოლეგა იაძე არის ჩვენი მწვრთნელი და ვიწყებთ ვარჯიშს სამბოში” – ასე გამოხატა აღშფოთება ერთ-ერთმა მოწინააღმდეგემ ,,ნაციონალური მოძრაობის” გავლენის ქვეშ მყოფ ტელეკომპანია ,,რუსთავი 2″-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

,,ბინძური პიროვნებების გასაგონად ვამბობ, მაია თაბუაშვილი აქ მუშაობდა საკრებულოში სპეციალისტად და მაია თაბუაშვილი აღარ იმუშავებს ამ საკრებულოში. გარდა ამისა, ჩემი დეიდაშვილის მეუღლე და იმავე მაია თაბუაშვილის რძალი არის ამ სკოლის დირექტორი. ჩემი ნება რომ იყოს, იმასაც გავუშვებდი სკოლის დირექტორობიდან” – განუცხადა იაძემ დარბაზში შეკრებილებს.

შუღლიაშვილის კანდიდატურის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ მის ოჯახს სოფლის მიწები აქვს მიტაცებული, რომლის დაბრუნებას მეორე კანდიდატი თინა გახელაძე აპირებდა. გარდა ამისა, არჩევნების პერიოდში სოსო შუღლიაშვილს არ უაქტიურია. სოსო შუღლიაშვილის მამა ლერი შუღლიაშვილი ამბობს, რომ სადავო მიწები მის შვილს კოოპერატივიდან დარჩა.

,,შუღლიაშილი მხოლოდ ერთხელ გამოჩნდა ,,ქართული ოცნების” მიტინგზე და მას დღევანდელი ხელისუფლების გამარჯვებაში წვლილი არ შეუტანია.” – უთხრეს იაძეს.

ქვემო ჭალის გამგებლობის მსურველი თინა გახელაძე აცხადებს, რომ კოლეგ იაძემ მას შუღლიაშვილის მოადგილეობა, ანუ ტერიტორიული ორგანოს მთავარი სპეციალისტის თანამდებობა შესთავაზა:

,,ოლეგ იაძემ შემომთავაზა შუღლიაშილის მოადგილეობა, რაზედაც უარი განვაცხადე. ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ვგეგმავდი სოფლის მოსახლეობისათვის დამებრუნებინა სარეზერვო მიწები, რომლთა გასხვისებაც ნაციონალების მართველობის დროს უკანონოდ განხორციელდა. სოფლის სარეზერვო მიწებიდან 25 მეასედი იოსებ შუღლიაშილის მამის ლერი შუღლიაშილის მფლობელობაშია. თუ კვლავ ის კლანები დაეპატრონებოდნენ სოფელს, ჩემს ბრძოლას რა აზრი ჰქონდა?” – განაცხადა თინა გახელაძემ.

თინა გახელაძის კანდიდატურა კი სკოლის რამდენიმე პედაგოგებმა გააპროტესტა. ისინი მას არაკომპეტენტურ კადრად თვლიან.

თანასოფლელებიის დაპირისპირება საათნახევარი გაგრძელდა. სოსო შუღლიაშვილი სოფლის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის პოსტზე რჩება.

Category: My files | Added by: premiertv
Views: 704 | Downloads: 0 | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:
www.wsa.ge
 საიტის რუკა