Main » Files » My files

,,ჩემს წინააღმდეგ ისევ ქალბატონები კავკავებენ” – იაძის ახალი წინააღმდეგობა
2013-01-10, 10:51 PM

კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელს ოლეგ იაძეს სოფელ წინარეხში მცხოვრები დები ნელი და ნინო მამასახლისები უჩივიან. მათი თქმით, რაიონის ხელმძღვანელი მათ პოლიციით ემუქრება, რაც გუშინ 9 იანვარს ახლადდანიშნული სოფლის რწმუნებულების მეშვეობით განხორციელდა. ნელი იაძე წინარეხის რწმუნებულბის თანამდებობაზე მოიაზრებოდა, თუმცა 8 იანვარს სოფელში სტუმრად ჩასულმა იაძემ მის ნაცვლად სხვა პიროვნება ზაზა მარჯანიძე დანიშნა.

    ,,მაშინ დაგვემუქრა ოლეგი იაძე, რომ პოლიციას დაგვაყენებდა თავზე, რაც მეორე დღეს 9 იანვარს განახორციელა ზაზა მარჯანიძის მეშვეობით. ზაზა მარჯანიძემ იჩივლა პოლიციაში, თითქოს ჩვენ მას მუშაობაში ვუშლით ხელს. რაში გამოიხატებოდა ეს ხელშეშლა ჩვენთვის უცნობია. ზაზა მარჯანიძეს არ მოეწონა ის ფაქტი, რომ სოფლის კლუბის გამგედ დაინიშნა პიროვნება, რომელიც თითქოს მასთან შეთანხმებული არ ყოფილა” – აცხადებს ნელი მამასახლისი.

იაძე აცხადებს, რომ ,,ქართული ოცნების” აქტივისტებს კვლავ ის მაღალჩინოსნები უმხედრებენ, რომლებსაც მისი პიროვნება არ მოსწონთ. ,,რაც არ უნდა იკავკავოვ და ივიშვიშონ, განსაკუთრებით მანდილოსნებმა, სოფლის რწმუნებულები უკვე დანიშნულია. საკადრო პოლიტიკა მორჩენილია და ხვალიდან უკვე სრული დატვირთვით შევუდგებით მუშაობას. ხელს ვერავინ შეგვლიშვლის” – აცხადებს იაძე.


Category: My files | Added by: premiertv
Views: 582 | Downloads: 0 | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:
www.wsa.ge
 საიტის რუკა