Main » Files » My files

დაპირისპირება სოფელ რენეში და გამგებლობის მსურველი 5 კანდიდატი
2012-12-07, 2:39 AM

მურმან ილურიძე - სოფლის გამგებლობის ერთ-ერთი კანდიდატი ხმაური იყო კასპის რაიონის სოფელ რენეს ცენტრში. ადგილობრივი მცხოვრებლები სოფლის გამგებლად წარსადგენ კანდიდატების შერჩევაში ვერ თანხმდებოდნენ. დაწყებულმა კამათმა გამგეობის შენობაში გადაინაცვლა. კანდიდატებმა ერთმანეთს ბრალდებები წაუყენეს და რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს ოლეგ იაძეს აცნობეს. საბოლოოდ, იაძემ არჩევანი მეხუთე კანდიდატზე, 65 წლის ჯემალ აბულაძეზე შეაჩერა. რენე, სხვა 7 სოფელთან ერთად, კოდისწყაროს ტერიტორიულ ორგანოში შედის. თავდაპირველად, 5 კანდიდატს შორის დაწყებული პაექრობა ვლადიმერ გოჭოშვილსა და მურმან ილურიძეს შორის გაგრძელდა. ვლადიმერ გოჭოშვილი ,,ქართული ოცნების” მხარდამჭერია. ამავე პარტიის წარმომადგენელია მურმან ილურიძეც. ილურიძე გოჭოშვილს სთავაზობს, რომ სოფლის გამგებლად არჩევის შემთხვევაში, მოადგლედ დანიშნავს. გოჭოშვილმა ეს წინადადება არ მიიღო. მურმან ილურიძის მომხრეებმა მას შეახსენეს, რომ მისი ძმა ,,ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერია. ,,არ უარვყოფ, რომ ჩემი ძმა ,,ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერია, მაგრამ მთელმა სოფელმა იცის, რომ ჩემ ძმასთან კარგი ურთიერთობა არ მაქვს” – განაცხადა ვლადიმერ გოჭოშვილმა. გოჭოშვილის მომხრებს კი მიაჩნიათ რომ, მურმან ილურიძე სოფელში გამგებლად არ უნდა დაინიშნოს. ,,არ ცხოვრობს და არ იცნობს ადგილობრივ პრობლემებს. მას, მხოლოდ, ნათესავები ჰყავს რენეში.” – აცხადებდნენ მისი მოწინააღმდეგეები. მის მიმართ კომპრომატად სახელდება ისიც, რომ მასაც ბევრი ,,ნაციონალურ მოძრაობის” მხარდამჭერები ჰყავს ნათესავებში. მურმან ილურიძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ მას არ სურს სოფლის გამგებლობა, ხოლო მხარს კიდევ ,,ქართული ოცნების” მხარდამჭერს ნიკა ქასოშვილს უჭერს. კასპის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ოლეგ იაძემ არჩევანი, საბოლოოდ, 65 წლის ჯემალ აბულაძეზე შეაჩერა. აბულაძე კოდისწყაროს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულად დაინიშნა. დაპირისპირებულს მხარეებს აღარანაირი პრეტენზიები გამოუთქვამთ. ამჟამად, ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულების ანაზღაურება 1000 ლარია.
Category: My files | Added by: premiertv
Views: 760 | Downloads: 0 | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:
www.wsa.ge
 საიტის რუკა