Main » Files » My files

დაუმთავრებელი სამუშაოები კასპში
2012-12-26, 1:49 PM

კასპში, სოფლის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები, შპს ,,ლებემ” და ,,ნიკუშას პლიუსმა” დათქმულ ვადებში ვერ დაასრულა. საქმე ეხება ქვემო ჭალაში, რენეში და კავთისხევში სასმელი წყლის და გზის მოხრეშვის სამუშაოებს. აღნიშნულ კომპანიებს საკრებულოს ხელმძღვანელმა პირებმა და დეპუტატმა სამუშაოების შესასრულებლად ვადა 2013 წლის 30 აპრილამდე გაუგრძელეს. ფრაქცია ,,ქართული ოცნება – რესპუბლიკელის” თავმჯდომარემ ხათუნა თათანაშვილმა განაცხადა, რომ ეს პროცესი საკრებულოს თავმჯდომარის, მისი სამსახურების და გამგეობის მაშინდელი ინფრასტრუქტურის სამსახურის გაუმართავი მუშაობის შედეგია.

,,იმ ხელშეკრულებაში, რომლის ხელმომწერიც თქვენ ბრძანდებით, საკრებულოს თავმჯდომარევ, წერია, რომ ,,ნიკუშა პლიუს” და ,,ლებეს” სამუშაოები 2012 წლის 25 დეკემბრამდე უნდა დაესრულებინა. დღეს საკრებულოს წევრებს ფაქტის წინაშე გვაყენებთ და გვთხოვთ, რომ ვადები გავუგრძელოთ. რატომ უნდა გავუგრძელოთ, იქნებ ვინმემ აგვიხსნას. რა ეტაპზეა სამუშაოები, ვიცით? რა ხარჯები გაწია, რა უყო იმ დანარჩენ თანხას და ა.შ.” – განაცხადა ხათუნა თათანაშვილმა.

საკრებულოს თავმჯდომარემ დავით მესროფაშვილმა გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსს სთხოვა ამ ფაქტის შესახებ კომენტარი გაეკეთებინა. ,,რას დაიხვიე ხელთ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა. დიახ, მე მოვაწერე ხელი ხელშეკრულებას, მაგრამ სამუშაობის შესრულება შესაბამის სამსახურს დავავალე. ეხლა გვეტყვის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი, თუ რა მოხდა” – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ დავით მესროფაშვილმა.

,,ოქტომბრამდე ამ სამუშაოებს ინდმეწარმე ჯემალ მერებაშვილი ასრულებდა, რომელსაც შეუწყდა ხელშეკრულება იმის და გამო, რომ ვერ ჩაეტია ვადებში და არ გააკეთა სამუშაოები. გადავეცით სხვას. შპს ,,ლებეს” იმის გამო გავუფორმეთ ხელშეკრულება, რომ გამოცდილება ჰქონდა და თავის ვადებში ყოველთვის ეტეოდა. რაც შეეხება ,,ნიკუშა პლიუს”, როდესაც მას გავუფორმეთ ხელშეკრულება, შეიქმნა პრობლემა სასმელი წყლის იმ სათავე ნაგებობასთან დაკავშირებით, საიდანაც წყალი მიეწოდება რენეს საკრებულოს სოფლებს. ეს სათავე ნაგებობა ,,გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანის” სარგებლობაში იყო. ეკონომიკის სამინისტროს საკრებულოდან გაეგზავნა წერილი და ეთხოვა, რომ სამუშაოების ჩატარების პერიოდში გადმოცემულიყო მიწის ფართობი მუნიციპალიტეტის საკუთრებაში, ხოლო ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ, მოხდებოდა მიტოვება და დაუბრუნდებოდა სამინისტროს. უკვე მესამე წერილი გავუგზავნეთ სამინისტროს, რათა გადმოგვცეს ეს მიწა.” – განაცხადა ინფრასტურქტურის სამსახურის უფროსმა.

საკრებულოს თავმჯდომარემ დავით მერსოფაშვილმა სამუშაოების შეჩერების საერთოდ სხვა ვერსია შემოგვთავაზა: ,,მოგეხსენებათ, თოვლი მოვიდა და ამინდები გაუარესდა. ამის გამო, სამუშაოების განხორციელება ამ ახალმა კომპანიებმა ვერ შეძლეს.” – განაცხად მესროფაშვილმა. თოვლი საქართველოსი 2012 წლის 16 დეკემბერს მოვიდა.

ხათუნა თათანაშვილმა ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენელს მადლობა გადაუხადა მოწოდებული და ამომწურავი ინფორმაციისთვის, ხოლო აღნიშნა, რომ დადასტურდა სხვადასხვა სამსახურების გაუმართავი მუშაობა. ,,თავიდანვე დოკუმენტაცია წესრიგში ვერ მოეყვანათ, ეს პრობლემები არ წამოიშობოდა” – თქვა ხათუნა თათანაშვილმა.

Category: My files | Added by: premiertv
Views: 655 | Downloads: 0 | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:
www.wsa.ge
 საიტის რუკა