Main » Files » My files

გია ყარყარაშვილმა კასპში თანამებრძოლი გაიხსენა
2012-12-22, 12:51 PM

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი გია ყარყარაშვილი და სხვა ვეტერანები აფხაზეთის ომში დაღუპული ტარიელ შარიფაშვილის საფლავზე შეიკრიბნენ და მისი დაბადების დღე აღნიშნეს. თანამებრძოლებმა კასპის პირველი ბატალიონის მეთაურის ტარიელ შარიფაშილის ამბებიც გაიხსენეს. მათთან ერთად კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელი ოლეგ იაძეც იმყოფებოდა. ტარიელ შარიფაშვილს, დაღუპვის პერიოდში, კასპის რაიონის გამგებელის პოსტი ეკავა.

პოლკოვნიკი 1993 წელს სოხუმის დაცემამდე 2 დღით ადრე დაიღუპა. სიკვდილის შემდეგ ის ვახტანგ გორგასლის სახელობის ორდენით დაჯილდოვდა. შარიფაშვილის საბრძოლო გმირობებზე მის საფლავზე მყოფმა გია ყარყარაშვილმა ისაუბრა. რაიონის ამჟამინდელმა გამგებელმა ოლეგ იაძემ აღნიშნა, რომ სამშობლოსათვის თავგანწირული გმირის დავიწყების უფლება არ აქვთ და ამ დღეს მის საფლავზე ყოველთვის უნდა შეიკრიბნონ.

ირმა კიტრიაშვილი / შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

Category: My files | Added by: premiertv
Views: 768 | Downloads: 0 | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:
www.wsa.ge
 საიტის რუკა