Main » Files » My files

გორის ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოები
2012-11-21, 10:06 PM

ქალაქ კასპში,   გორის ქუჩაზე მიმდინარე საფეხმავლოების მოწყობის სამუშაოები მალე დასრულდება.

 

მიმდინარე პროექტით ქუჩაზე მოეწყო:  ბაზალტის ბორდიურები,  რკინა ბეტონის ჭები, 848 გრძივ მეტრზე  რკინაბეტონის ლენტური კედელი,  ბაზალტით შემოიღობა მრავალწლიანი ხეების დასარგავი ადგილები,  ხოლო ტროტუარებსა და ეზოში შესასვლელებში ასფალტის საფარი დაიგება.

 

გორის ქუჩაზე, რომელიც ამორტიზირებული და გადაადგილებისთვის მოუხერხებელი იყო - გასულ წელს შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, გაკეთდა სანიაღვრეები და დაიგო ასფალტი. ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოები მუნიციპალიტეტის გამგეობამ წელსაც  გააგრძელა.

 

ქუჩა თავისი მდებარეობით მნიშვნელოვანია, იგი ოთხი ქუჩის, მათ შორის  ორი ცენტრალური ქუჩის კოსტავას და აღმაშენებლის დამაკავშირებელია.  კეთილმოწყობილი ქუჩა  უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების საშუალებაა. სამუშაოებს შპს ,,კასპის საგზაო" ასრულებს, რომელზეც 67 512 ლარი იხარჯება.

 

სამუშაოებზე ადგილობრივი მოსახლება დასაქმდა.

 

Category: My files | Added by: premiertv
Views: 728 | Downloads: 0 | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:
www.wsa.ge
 საიტის რუკა