Main » Files » My files

გორში და კასპში ,,ქართული ოცნების” ოფისები დაიკეტა
2012-11-21, 10:02 PM

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისის დაკეტვის შემდეგ გორში კოალიცია ,,ქართული ოცნების” ოფისიც დაიკეტა. ერთ კვირაზე მეტია მოქალაქეებს ადგილზე აღარავინ ხვდება. ანალოგიური მდგომარეობაა კასპის რაიონშიც. როგორც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტს კასპში განუცხადეს, კოალიცია ,,ქართული ოცნებიდან” საქართველოს პარლამენტში შესული დეპუტატები ადგილზე მიუშაობას ბიუროების სახით გააგრძელებენ.

2012 წლამდე, კასპსა და გორში, მაჟორიტარ დეპუტატებს საკუთარი ბიუროები გააჩნდათ, რომელთა შენახვის ხარჯებს ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტი ფარავდა. გორის დეპუტატის ბიუროს ხარჯები წელიწადში 15 000 ლარით იყო განსაზღვრული, 2011 წლიდან ის 9 ათას ლარამდე ჩამოვიდა. გორის ბიურო ადმინისტრაციულ შენობაშია განთავსებული. კასპის დეპუტატის ბიურო კი გამგეობის შენობის წინ მდებარე შენობაში.

რაც შეეხება ძველს ოფისებს, იმ შენობაში, სადაც კასპის ,,ქართული ოცნება” მუშაობდა, სავარაუდოდ რესპუბლიკური პარტიის კასპის ორგანიზაცია განთავსდება. რაც შეეხება ,,ქართული ოცნების” გორის ოფისს, ადგილზე ინვენტარი და შესაბამისი აღჭურვილობა, უცვლელია.

Category: My files | Added by: premiertv
Views: 699 | Downloads: 0 | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:
www.wsa.ge
 საიტის რუკა