Main » Files » My files

იაძის მოადგილედ ტატამის კიდევ ერთი ჩემპიონი დაინიშნა
2013-01-08, 9:28 PM

კასპის რაიონის გამგებლის ოლეგ იაძის მესამე მოადგილედ მსოფლიოს და ევროპის 2-გზის ჩემპიონი ჯაბო ქამხაძე დაინიშნა. ის დღეს 8 იანვარს იაძემ გამგეობის აპარატს წარუდგინა. ჯაბო ქამხაძე სპორტის, კულტურის და სახანძრო სამსახურებს გაუწევს კურირებას.

39 წლის ქამხაძე პროფესიით ასევე იურისტია. მას კარიარული მოღვაწეობა, მხოლოდ, სპორტულ სამყაროში აქვს. არჩევნებამდე ჯაბო ქამხაძე აქტიურად იყო ჩართული ქართული ოცნების წინა სარჩევნო კამპანიაში. რაც შეეხება ოლეგ იაძე, როგორც ვწერდით, ის სამბოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი და სამბოში მსოფლიო ჩემპიონია.


Category: My files | Added by: premiertv
Views: 741 | Downloads: 0 | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:
www.wsa.ge
 საიტის რუკა