Main » Files » My files

ინდოელი თუ ირანელი ინვესტორი – გორსა და კასპში
2013-03-17, 4:35 PM

გორისა და კასპის რაიონის სოფლებში ორი ინდურ-ქართული კომპანია შპს ,,Brazilero Agro” და შპს ,,VOCS GROUP” გამოჩნდა. ორივე კომპანია თბილისში რეგისტრირებულია და ინდოეთის მოქალაქე პრაბჰდიალ სინგჰ ვირკი მართვს. არსებობს საჯარო რეესტრის ამონაწერიდან ინგლისურ ენოვანი ვარიანტი, სადაც პრაბჰდიალ სინგჰ ვირკი ირანის რესპუბლიკის მოქალაქედაა მოხსენიებული.

აღნიშნულმა პიროვნებამ სოფელ დოესში ადგილობრივი ლორანდ ჯანანაშვილისგან 128 100 კვ.მ ფართობი მიწა შეიძინა, ხოლო ელენე დადიანისგან 391 200 კვ.მ. ჯამში სოფელ დოესში 519 000 კვ. მ ფართობია შესყიდული. რაც შეეხება მის მეზობელ ქვახვრელს, აქ აღნიშნულმა კომპანიამ ჰენრიხ თათიძისგან 47 622 კვ.მ ფართობი მიწის ნაკვეთი 2013 წლის 31 იანვარს შეისყიდა.

საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, საქართველოში დარეგისტრირებული ეს ორი კომპანია სოფლის მეურნეობის პროდუქტების დამზადება და ამ პროდუქტების მაღაზიების ქსელის გამართვას ისახავს მიზნად.


შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

Category: My files | Added by: premiertv
Views: 626 | Downloads: 0 | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:
www.wsa.ge
 საიტის რუკა