Main » Files » My files

კასპელი ჩინოვნიკები ნაციონალების ყრილობაზე ბიუჯეტის ხარჯზე წავიდნენ
2012-12-26, 1:42 PM

                                კასპის საკრებულოს დეპუტატები, თავმჯდომარის ჩათვლით, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყრილობაზე 24 დეკემბერს ბიუჯეტის ხარჯებით წავიდნენ. ამის შესახებ ხმაური და კამათი დღევანდელ, 25 დეკემბრის საკრებულოს სხდომაზე ატყდა. რიგგარეშე სხდომაზე ფრაქცია ,,ქართული ოცნება – რესპუბლიკელების” თავმჯდომარემ ხათუნა თათანაშვილმა საკრებულოს თავმჯდომარეს მოსთხოვა ახსნა-განმარტება იმის შესახებ, თუ რის საფუძველზე წავიდნენ ისინი ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყრილობაზე.

დავით მესროფაშვილმა ამ ბრალდებას სხდომაზე პასუხი ვერ გასცა. მისი თქმით, ხათუნა თათანაშვილს საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი სურს. ,,შენ ვერ გახდები, ხათუნა, თავმჯდომარე, ეს იცოდე და დაიმახსოვრე ჩემგან!” – ამბობდა საკრებულოს თავმჯდომარე.

კასპის მაჟორიტარი დეპუტატი დავით ონოფრიშვილი ადასტურებს, რომ საკრებულოს თავმჯდომარე მესროფაშვილი ,,ნაცინალური მოძრაობის” წევრია. სწორედ ამ მესროფაშვილმა და კიდევ რამდენიმე დეპუტატმა ერთი თვის წინ კასპის გამგებლად ონოფრიშვილის წარდგენილი ოლეგ იაძე აირჩიეს რაიონის გამგებლად. ოლეგ იაძემ, ტელეკომპანია ,,კავკასიის” ეთერში დავით აქუბარდიასთან სტუმრობის დროს, დავით მესროფაშვილი დადებითად შეაფასა. იაძის თქმით, მესროფაშვილი ,,ნაციონალური მოძრაობის” მსხვერპლია.

Category: My files | Added by: premiertv
Views: 612 | Downloads: 0 | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:
www.wsa.ge
 საიტის რუკა