Main » Files » My files

კასპის გამგებელმა ,,თავისუფალი დემოკრატები” დატოვა
2013-02-11, 9:21 PM

კასპის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ოლეგ იაძე პარტია ,,თავისუფალი დემოკრატების” წევრი აღარაა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს თავად ოლეგ იაძემ დაუდასტურა. იაძე პარტიიდან წამოსვლის კონკრეტულ მიზეზებზე არ საუბრობს და განმარტებებისგან თავს იკავებს.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ოლეგ იაძემ მაშინ დატოვა ირაკლი ალასანიას პარტია, როდესაც მან ალასანიას დეიდაშვილიშვილი გიორგი ბესტავაშვილი მის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიაში დაადანაშაულა. გიორგი ბესტავაშვილი აღიარებს, რომ იაძის დანიშვნამდე კასპის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობაზე სწორედ ის განიხილებოდა. თუმცა მისი თქმით, იაძის დანიშვნის შემდეგ, მას რაიმე ქმედება თანამდებობის დასაკავებლად ან იაძის საწინააღმდეგოდ აღარაფერი უმოქმედია.

კასპის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ოლეგ იაძე ამბობდა, რომ მის წინააღმდეგ კოალიცია ,,ქართული ოცნების” აქტივისტებს სწორედ თანაპარტიელი ამხედრებდა. აქცენტი სწორედ გიორგი ბესტავაშვილზე კეთდებოდა.


Category: My files | Added by: premiertv
Views: 680 | Downloads: 0 | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:
www.wsa.ge
 საიტის რუკა