Main » Files » My files

,,კასპის გამგეობაში თანამშრომლების 40%-ი შემცირდება” – აცხადებს ახალი გამგებელი
2012-11-28, 11:52 AM

კასპის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ოლეგ იაძე აცხადებს, რომ თანამშრომლების დაახლოებით 40% სამსახურს დატოვებს. ამის შესახებ მან შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტს განუცხადა. იაძის თქმით, სამსახურს ის ადამიანები დატოვებენ, რომლებიც არაპროფესიონლიზმით გამოირჩევიან და წლების განმავლობაში სააკაშვილის უკანონო სისტემას ემსახურებოდნენ.

,,ჩემი ვარაუდით, ძირითადად, გათავისუფლდებიან სოფლის გამგებლები, ასევე ის ადამიანები, რომლებიც უღირსად იქცეოდნენ და დანაშაულს ჩადიოდა. თუმცა არიან ასევე პროფესიონალი კადრები, რომლებიც, რა თქმა უნდა, უნდა შევინარჩუნოთ” – განაცხადა იაძემ.

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კასპის ახალგაზრდული ფრთის ხელძღვანელმა რობერტ კავთიაშვილმა იაძის ფრაზა გააპროტესტა. მან კამერით მომარჯვებულმა იაძეს უთხრა, რომ დანაშაული ჯერ არავისთვის დამტკიცებულა. იაძის განმარტებით, მუნიციპალიტეტი თითოეულ საკითხს და თითოეული მოხელის საქმიანობას შეისწავლის და, სწორედ, ამის მიხედვით მოხდება საკადრო გადაადგილება.

კასპის რაიონის გამგებლის პირველმა მოადგილემ ნუგზარ ნონიაშვილმა თანამდებობა ოლეგ იაძის მისვლამდე დატოვა. კადრების განყოფილებაში გვითხრეს, რომ ნუგზარ ნონიაშილმა განცხადება 22 ნოემბერს დაწერა. კასპის ყოფილ გამგებელს კახა ხაჩირაშვილს კი საკრებულოს წევრებმა იმპიჩმენტი 26 ნოემბერს მოუწყეს, ხოლო ოლეგ იაძე მოვალეობის შემსრულებლად აირჩიეს.

ნუგზარ ნონიაშილი კასპის გამგებლის პირველ მოადგილედ 2006 წელს დაინიშნა. იმ დროინდელი გამგებელი ვახტანგ მაისურაძე ოქრუაშვილის გუნდის მმართველობის პერიოდში დანიშნული და ყოფილი გუბერნატორის მიხეილ ქარელის გარემოცვის წევრი იყო.

ამეტაპზე კვლავ თანამდებობაზეა გამგებლის მეორე მოადგილე მამუკა გაფრინდაშვილი.

,,სავარაუდოთ მამუკა გაფრინდაშილიც დატოვებს თანამდებობას. ასევე თანამდებობის დატოვება მოუწევთ სამსახურის უფროსებს, სოფლის რწმუნებულებს და ყველა იმ პირს, ვინც აქტიურად არღვევდა კანონს არჩევნების წინა პერიოდში და ნაციონალების დავალებებს ასრულებდა” – განაცხადა ოლეგი იაძემ.

გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კასპის ხელისუფლებაში კადრები, შესაძლოა, სპორტული სამყაროდან გამოჩნდნენ იაძე უარყოფს. იაძე სამბისტა ფედერაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი და სამბისტა ნაკრების მწვრთნელი იყო.

Category: My files | Added by: premiertv
Views: 632 | Downloads: 0 | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:
www.wsa.ge
 საიტის რუკა