Main » Files » My files

კასპის ინტელიგენცია – ,,რა არის ამდენი ტატამი?!
2013-01-31, 6:57 PM

2013 წლის 30 იანვარს კასპში ინტელიგენციის წარმომადგენლები შეიკრიბნენ და ის პროცესები გააპროტესტეს, რაც ბოლო პერიოდში კასპის მუნიციპალიტეტის გამგებლის ოლეგ იაძის წინააღმდეგ მიმდინარეობს. აღნიშნულ შეხვედრას ორგანიზება უშუალოდ გამგებლის მათემატიკის მასწავლებელმა გაუკეთა. შეკრებილი საზოგადოებისთვის მიუღებელია საინფორმაციო სივრცეში რაიონის იმ გვარად წარმოჩინება, თითქოს გიორგი სააკაძის, ივანე ჯავახიშვილის და სხვა გამორჩეული ქართველების მშობლიური მხარე არის ,,ტატამი”, რომელსაც გონებაჩლუნგები და გაუნათლებლები მართავენ.

შეხვედრის მონაწილეები აცხადებენ, რომ ოლეგ იაძის მოწინააღმდეგე მანდილოსნები (საუბარია სოფელ ქვემო ჭალის და წინარეხში მცხოვრებ ,,ქართული ოცნების” აქტივისტებზე – მარეხ ყამბეგაშვილზე, თინა გახელაძეზე, ლია ოღაძეზე, ნელი და ნინო მამასახლისებზე) რაიონს თავს ჭრიან.

შეგახსენებთ, ,,ქართული ოცნების” ზემოთჩამოთვლილი აქტივისტები მოითხოვენ ოლეგ იაძის გადადგომას, რომელიც ასევე კოალიცია ,,ქართული ოცნების” აქტივისტია.


Category: My files | Added by: premiertv
Views: 735 | Downloads: 0 | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:
www.wsa.ge
 საიტის რუკა