Main » Files » My files

კასპის მაჟორიტარ დეპუტატს ,,მარნის კარი უჭრიალებს”
2012-12-30, 10:33 PM

კასპის მაჟორიტარი დეპუტატი დავით ონოფრიშვილი ყვარელში მდებარე ,,ენისელის ღვინის მარნის” პარტნიორია. 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ აღნიშნულ კომპანიაში სამეწარმეო საქმიანობა შეწყვიტა. ონოფრიშვილი წარმოშობით კასპის რაიონის სოფელ კავთისხევიდანაა, სადაც 23 000 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთს ფლობს.

სხვა უძრავი ქონება ონოფრიშვილს დეკემბერში შევსებულ დეკლარაციაში არ უწერია. ერთადერთი საცხოვრებელი სახლი, რომელიც მცხეთაში ფანჩულიძის ქ.15-ში მდებარეობს და 185 კვ.მ ფართს წარმოადგენს, არის მისი მეუღლის სახელზე.

ნაღდი ფულის სახით ონოფრიშვილს ხელთ 21000 აშშ დოლარი და 7000 ლარი აქვს, ხოლო მის მეუღლეს ნატო ფანჩულიძეს 8000 აშშ დოლარი აქვს.

რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, სურათი ასეთია:

დავით ონოფრიშვილი – "ლიბერთი ბანკი” მიმდინარე 200.00 GEL
- „ბაზის ბანკი" მიმდინარე 300.00 GEL
- „ბაზის ბანკი" სახელფასო 2600.00 GEL
- ტდ ბანკი, აშშ მიმდინარე 500.00 USD
- სანტრასტ ბანკ, აშშ მიმდინარე 250.00 USD
- ამერიკან ექსპრეს საკრედიტო 200.00 USD – კრედიტი
- „ბაზის ბანკი" საკრედიტო 1500.00 GEL – კრედიტი
ნატო ფანჩულიძე (მეუღლე) ,,თი–ბი–სი ბანკი” მიმდინარე 800.00 GEL
ნატო ფანჩულიძე (მეუღლე) ,,თი–ბი–სი ბანკი” სახელფასო 150.00 GEL
ნატო ფანჩულიძე (მეუღლე) ,,თი–ბი–სი ბანკი” საკრედიტო 1500.00 GEL – კრედიტი
დავით ონოფრიშვილი ტდ ბანკი, აშშ საკრედიტო 500.00 USD – კრედიტი

სესხები:
ნატო ფანჩულიძე სესხი, 40000.00 USD ვადა 01/12/2014 – მდე. დავით ონოფრიშვილი სესხი; 7700.00 USD ვადა 01/10/ 2014-მდე; აღებული ,,თდ ბანკი”-სგან, რის გამოც გასავალი 1900.00 USD დაუფიქსირდა.


Category: My files | Added by: premiertv
Views: 636 | Downloads: 0 | Comments: 1 | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:
www.wsa.ge
 საიტის რუკა