Main » Files » My files

კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში სიძველეები ნადგურდება
2012-11-21, 10:03 PM

კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის სახურავიდან წყალი ჩადის. იქ არსებული უძველესი კულტურული მემკვიდრეობის მასალები და მთლიანად ქართული დარბაზი ზიანდება. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მუზეუმის დირექტორმა გიორგი ჩადუნელმა განუცხადა.

2012 წლის დასაწყისში კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობამ შენობის სახურავის რიაბილიტაციისათვის 5 990 (ხუთი ათას ცხრაას ოთხმოცდაათი) ლარი გამოყო. მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ხელმძღვანელი გიორგი ჩადუნელი ამბობს, რომ მუზეუმის ტერიტორიაზე მეორადი მოხმარების თუნუქის ფირფიტები მიიტანეს, რომელიც ვერ გამოიყენეს და დღემდე იქ აწყვია. მ~

კასპის მუნიციპალიტეტის სამუზეუმო გაერთიანების დირექტორი გივი მელაძე მეორადი თუნუქის გამოყენებას უარყოფს. მისი თქმით, სახურავის რიაბილიტაცია 2012 წლის დასრულებამდე მოხდება.

Category: My files | Added by: premiertv
Views: 666 | Downloads: 0 | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:
www.wsa.ge
 საიტის რუკა