Main » Files » My files

კასპის პოლიციის უფროსად სამბოში ევროპის და მსოფლიო ჩემპიონი დაინიშნა
2013-02-11, 9:19 PM

კასპის პოლიციის უფროსის თანამდებობაზე კოალიცია ,,ქართული ოცნების” წევრი, სარჩევნო კამპანის დროს კასპის რაიონის საორგანიზაციო სამსახურის უფროსი მამუკა ჯანანაშვილი დაინიშნა. ჯანანაშვილი კასპის პოლიციაში 2000 წლიდან 2004 წლამდე ნარკომანიასთან ბრძოლის სამსახურის უფროსად მუშაობდა. ასევე ის, სხვადასხვა დროს, სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურში და შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა. კასპის პოლიციის უფროსი ჭიდაობა სამბოში 2 გზის მსოფლიო და ორ გზის ევროპის ჩემპიონია.

მამუკა ჯანანაშვილი წინასაარჩევნო პერიოდში კოალიციის ადგილობრივი შტაბის მობილური ჯგუფის უფროსი იყო. ის 2012 წლის 23 სექტემბერს იარაღის უკანონო შენახვის ბრალდებით დააკავეს და შემდეგ გირაოთი გამოუშვეს. ამჯერად ჯანანაშვილს ბრალი მოეხსნა და, მხოლოდ, ამის შემდეგ გახდა პოლიციის უფროსად მისი დანიშვნის შესაძლებლობა.

Category: My files | Added by: premiertv
Views: 751 | Downloads: 0 | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:
www.wsa.ge
 საიტის რუკა