Main » Files » My files

კასპის საკრებულოს დეპუტატები სოციალურად დაუცველს საკუთარი ჯიბიდან ეხმარებიან
2013-02-13, 2:31 PM

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატები სოფელ მეტეხის სადგურის დასახლებაში მცხოვრებ ნადია არჩვაძეს საკუთარი სახსრებით დაეხმარებიან. ამის შესახებ გადაწყვეტილება მათ ერთხმად მიიღეს. ნადია არჩვაძის ბინაში, ჯერ კიდევ, 2011 წლის 25 დეკემბერს, თხევადი გაზის ბალონი აფეთქდა, რის გამოც ბინა დაზიანდა, ხოლო საყოფაცხოვრო ნივთები მთლიანად გაუნადგურდა.

მარტოხელა ნადია არჩვაძე, დღემდე, მეზობლის ბინაში ცხოვრობს. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერდა, რომ მომდევნო დღეებში დაზარალებული სოციალურმა აგენტმა მეზობლის სახლში (ფაქტიურ მისამართზე) შეამოწმა და მაღალი (86 ათასი) ქულა მიანიჭა. ეს რაოდენობა სოციალური დახმარების შეჩერების მიზეზი გახდა.

გარდა ამისა, ერთჯერად დახმარებაზე მაშინდელმა ადგილობრივმა ხელისუფლებამ წერილობით უარი განუცხადა. ანალოგიურად ამ კატეგორიის ადამიანებზე დახმარების გაცემა ბიუჯეტიდან დღესაც შეუძლებელია – თვლის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მესროფაშვილი.

,,ბიუჯეტიდან ერთჯერადი დახმარების გაცემა არჩვაძისთვის კანონდარღვევა. გადაწყვეტილება, რომელიც ითვალისწინებს ერთჯერად დახმარებას, საკრებულოს მიერ 2012 წელსაა მიღებული. ხოლო ფაქტი 2011 წლის 25 დეკემბერს მოხდა. თუკი საკრებულო, ერთჯერადი დახმარების მოტივით, 2011 წელში მომხდარ ფაქტზე თანხას გამოყოფს, ჩაითვლება კანონდარღვევად” – განაცხადა მესროფაშვილმა.

საკრებულოს დეპუტატებმა დახმარება პირადი სახსრებით გადაწყვიტეს.


Category: My files | Added by: premiertv
Views: 623 | Downloads: 0 | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:
www.wsa.ge
 საიტის რუკა