Main » Files » My files

კასპში ხანმოკლე ხელშეკრულებებს აპროტესტებენ
2013-02-16, 2:04 PM

კასპის მუნიციპალიტეტის კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანების სპეციალისტი ლია ბეგლარაშვილი ამბობს, რომ 2013 წლის 4 იანვარს დადებული 2 თვიანი ხელშეკრულებები ფსიქოლოგიური წნეხის ტოლფასია. ამის შესახებ მან შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან ისაუბრა. მას სამუშაოზე ყოფნის ვადა 4 მარტს ეწურება და შიშობს, რომ სამსახურის მიღმა მალე აღმოჩნდება. ლია ბეგალარაშვილი კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელს ოლეგ იაძეს ერთწლიანი ხელშეკრულების დადებას სთხოვს.

ოლეგ იაძის თქმით, მუნიციპალიტეტის გამგეობაში მომსახურე პირებს ხელშეკრულების ვადა 2012 წლის 31 დეკემბერს ამოეწურათ, საიდანაც რამდენიმე მათგანს ორი თვით გაუგრძელდა.

,,ჩვენ არავინ გაგვითავისუფლებია. 31 დეკემბერს ხელშეკრულებების ვადები ამოიწურა. ბევრ მათგანთან გავაგრძელეთ ურთიერთობა 4 მარტამდე. მართალია, სხვადასხვა სამსახურში გვინდა რამდენიმე სპეციალისტის გათავისუფლება, მაგალითად სპორტის სფეროში, თუმცა მათ 4 მარტამდე არაფერი ემუქრებათ. ამის შემდეგ სამსახური იმსჯელებს, რა გააკეთოს. ჩვენ გვყავს კარგი აქტივი. არ არის გამორიცხული, რომ ჩანაცვლება მათით მოხდეს” – განაცხადა ოლეგ იაძემ.


Category: My files | Added by: premiertv
Views: 678 | Downloads: 0 | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:
www.wsa.ge
 საიტის რუკა