Main » Files » My files

კასპში შიმშილობა შეწყვიტეს
2013-01-21, 1:50 PM

კასპის მაჟორიტარი დეპუტატის დავით ონოფრიშვილის ბიუროში მყოფმა მოშიმშილეებმა რამდენიმე წუთის წინ შიმშილობა შეწყვიტეს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ერთ-ერთმა მოშიმშილემ ლია ოღაძემ განუცხადა. როგორც ცნობილია, კოალიცია ,,ქართული ოცნების” 6-მა აქტივისტმა აქცია კასპის გამგებლის ოლეგ იაძის გადადგომის მოთხოვნით დაიწყო. ოლეგ იაძეც კოალიციის წევრია.

,,ჩვენთან ჩამოვიდა ირაკლი ალასანიას პარტიის ორი წარმომადგენელი. ისინი შეგვპირდნენ, რომ ჩვენს მოთხოვნებს განიხილავენ. მოხდება ასევე შეხვედრა კასპის დეპუტატთან ბატონ დავით ონოფრიშვილთან, სადაც საუბარი ასევე იქნება ჩვენს მოთხოვნებზე, ჩვენ ამის გამო ვწყვეტთ შიმშილობას. იმ შემთხვევაში თუ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, რა ზომებს მივიღებთ, ამას შემდგომში გადავწყვეტთ” – აცხადებს სოფელ ქვემო ჭალის მკვიდრი ლია ოღაძე.


Category: My files | Added by: premiertv
Views: 668 | Downloads: 0 | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:
www.wsa.ge
 საიტის რუკა