Main » Files » My files

კასპში ,,უფასო ხვნას” 28 იანვრის შემდეგ დაიწყებენ
2013-01-22, 7:06 PM

კასპის რაიონის გამგეობაში ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულები მუნიციპალიტეტის გამგებელთან შეიკრიბნენ და საგაზაფხულო უფასოდ მოხვნის სამუშაოებთან დაკავშირებით კონსულტაციები გაიარეს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სოფელ კავთისხევის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა მიხეილ კელაპტრიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ნებისმიერი ადამიანი მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს უფასოდ მოხნავს, რომლის ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს.

,,ჩვენ დაგვევალა, რომ 28 იანვრამდე სიები წესრიგში მოვიყვანოთ, რათა არ მოხდეს ვინმეს გამორჩენა. სახელმწიფო ხარჯებით კერძო თუ იურიდიულ პირს დაუმუშავდებათ მიწის ნაკვეთები. ამ პროგრამაში თესვის სამუშაოები არ შედის, რადგან ეს ინდივიდუალურად გადასაწყვეტი საკითხია. სავარაუდოდ, თებერვლის თვიდან სამუშაოები დაიწყება, ტრაქტორები და შესაბამისი ტექნიკა უზრუნველყოფილი იქნება ხელისუფლების მხრიდან” – ამბობს მიხეილ კელაპტრიშვილი.

თუ რა რაოდენობის ფართობი დამუშავდება და რა ხარჯები იქნება გაწეული, ეს იანვრის ბოლოს მას შემდეგ გახდება ცნობილი, როდესაც საბოლოო მონაცემები შეგროვდება. სოფლებში სიები უკვე გამოკრულია. იმ შემთხვევაში, თუკი რომელიმე ოჯახის წევრი საკუთარ თავს ვერ აღმოაჩენს, მას შეუძლია ადგილობრივ ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულს მიმართოს.


Category: My files | Added by: premiertv
Views: 691 | Downloads: 0 | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:
www.wsa.ge
 საიტის რუკა