Main » Files » My files

კირვალიძეს ქვემო ჭალაში სათესლე მასალაც მოსთხოვეს
2013-03-17, 4:39 PM

კასპის რაიონის სოფელ ქვემო ჭალაში, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ დავით შერვაშიძემ და რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით ონოფრიშვილმა რაიონის ხელმძღვანელობასთან ერთად საგაზაფხულო სამუშაოები დათვალიერეს. მინისტრის განცხადებით შიდა ქართლის მასშტაბით ბარათებით ამ ეტაპზე უკვე მოხნულია 3 056 ჰა ფართობი.

კასპის მაჟორიტარი დეპუტატის დავით ონოფრიშვილის განცხადებით გლეხს არა მარტო მოხვნაში, არამედ მოსავლის აღება-შენახვაშიც დაეხმარებიან. ,,სოფლად ცხოვრება პრიორიტეტი ხდება” – ამბობს ონოფრიშვილი. ადგილობრივი გლეხები ამბობენ, რომ მათ მთავრობა და მინისტრი სათესლე მასალითაც უნდა დაეხმარნონ.

როგორც ადგილზე გაირკვა, სოფელ ქვემოჭალაში რამდენიმე მოსახლეს ბარათი არ მიუღია. სოფლის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული სოსო შუღლიაშვილი აცხადებს, რომ სიები დაზუსტებით გადაეცა სამინისტროს, თუმცა ბარათების გაცემა სრულად არ მოხდა. შუღლიაშვილი ირწმუნება, რომ ბარათები სრულად დარიგდება.

ირმა კიტრიაშვილი / შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

Category: My files | Added by: premiertv
Views: 680 | Downloads: 0 | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:
www.wsa.ge
 საიტის რუკა