Main » Files » My files

კასპელი კარატისტები თურქეთიდან ჩემპიონები ბრუნდებიან
2012-12-11, 6:23 PM

9 დეკემბერს, თურქეთის დედაქალაქ ტრაპიზონში, საბრძოლო ხელოვნებაში – კარატეში გამართულ შეჯიბრებაზე კასპელმა სპორტსმენებმა მსოფლო პირველობა მოიპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გუნდის მწვრთნელმა დავით დალაქიშვილმა განუცხადა.

მსოფლიოს თასზე გამართულ ჩემპიონატზე მონაწილეობას 16 ქვეყნის წარმომადგენელი იღებდა. მსოფლიოს პრიზის მოსაპოვებლად გუნდურ პირველობაზე კლუბი ,,ხვადი” იბრძოდა. დავით დალაქიშილი აღნიშნავს, რომ კასპის გუნდმა მსოფლოზე დიდი წარმატებები მოიპოვა.

პირველობას 10-11 წლის ასაკიანებში გიორგი ქესაურმა, ხოლო 16- 17 წლის ასაკობროვ ჯგუფში ბობა დალაქიშილმა მიაღწიეს და ოქროს მედლებით დაჯილდოვდნენ. ხოლო 12 წლის თორნიკე მურღულია მსოფლიო პრიზიორის სახელით დაბრუნდა საქართველოში. ,,ერთი ქალაქიდან სამი მედალი დიდი წარმატებაა” – აღნიშნავს კლუბ ,,ხვადის” მწვრთნელი.

ირმა კიტრიაშვილი / შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

Category: My files | Added by: premiertv
Views: 840 | Downloads: 0 | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:
www.wsa.ge
 საიტის რუკა