Main » Files » My files

,,კასპის საკრებულომ საწვავი ზედმეტ ფასებში შეიძინა”
2012-12-11, 6:23 PM

კასპის საკრებულოს წევრმა ხათუნა თათანაშვილმა საკრებულოს თავმჯდომარე დავით მესროფაშვილი საბიუჯეტო სახსრების არამიზნრობრივად ხარჯვაში დაადანაშაულა. ამის შესახებ რესპუბლიკური პარტიის წევრმა 11 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მესროფაშვილი წაყენებულ ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს და განმარტავს, რომ ყველა გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტში კოლექტიურად იქნა მიღებული.

ხათუნა თათანაშვილი:
,, საკრებულოს თავმჯდომარე პასუხისმგებელია საფინანსო სამეურნეო საქმიანობის კანონიერად წარმართვაზე, რაც ნებისმიერ ოფიციალურ დუკუმენტზე (ხელშეკრულება, შეთანხმება და ა.შ.) მისი ხელმოწერით დასტურდება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ჩვენს მიერ შესწავლილი იქნა კასპის რაიონის ბიუჯეტის ხარჯვის კონკრეტული შემთხვევები. წარმოგიდგენთ აღნიშნულ ფაქტებს და შესწავლის შედეგად გამოვლენილ დარღვევებს:

2012 წლის მაისში კასპის მუნიციპალიტეტსა და ფიზიკური პირის მიხეილ ზუკაკიშვილს შორის ავტომობილის შეძენაზე ხელშეკრულება გაფორმდა. სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით ავტომობილი ,,სუბარუ ტრიბეკა ბ9" შეიძინეს, ღირებულებით 29 400 ლარი. სატენდერო დოკმენტაციის შესწავლისას ჩნდება ეჭვი, რომ ტენდერის გამოცხადების მიზანს, სწორედ ამ ავტომობილის შეძენა წარმოადგენდა, რადგან საკვალიფიკაციო მოთხოვნაში მითითებული მონაცემები, შესყიდული ავტომობილის მონაცემების იდენტურია. კერძოდ საკვალიფიკაციო მოთხოვნაში არის ისეთი დეტალები როგორიცაა ავზის ზუსტი მოცულობა – 64ლ; დისკების ზომა -18დუიმი და რაც ყველაზე უცნაურიასაწვავის მოხმარების მინიმალური დონე 100კმ-ზე 10 ლიტრით იქნა განსაზღვრული. ეს მონაცემები ზუკაკიშვილის მანქანის მონაცემებს დაემთხვა. ანალგიური მდგომარეობაა იმავე თვეში შეძენილ მეორე ავტომანაქანა ,,ტოიოტა ჰაილუქს პიკაპ"-ზეც.”

2012 წლის ივლისში კასპის მუნიციპალიტეტმა კასპში სამი სკვერისა და სპორტული მოედნის მოწყობაზე ტენდერი გამოაცხადა, სადაც მონაწილეობა სამმა პრეტენდენტმა მიიღო. ორი მონაწილის (,,ნიკუშა+” და ,,ბაზგრანტ ჯორჯია”-ს) მიერ წინასწარი გათვლებით წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვა აბსოლუტურად იდენტური იყო და შეადგენდა 268 979 ლარს, ხოლო მესამე პრეტენდენტის (,,მზიური ოცდამეერთე +”-ის) მიერ შემოთავაზებული ღირებულიება დაახლოებით 20 000 ლარით ნაკლები იყო.

,,ნიკუშა+" ტენდერს საწყის ეტაპზევე გამოეთიშა, ხოლო ,,მზიური ოცდამეერთე +"-ს დაუსაბუთებელი წერილით დისკვალიფიკაცია მიეცა.

,,შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოდ, რომ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა დაინტერესებული იყო ,,ბაზგრანტ ჯორჯიას” გამარჯვებით, რის შედეგადაც ბიუჯეტს ათეულ ათასი ლარის ზარალი მიადგა.” – აღნიშნა თათანაშვილმა.

ხათუნა თათანაშვილის მონაცემებით, 2011 წლის 25 მაისს საწვავის შენძენაზე გაფორმებული ხელშეკრულებით კასპის მუნიციპალიტეტმა ს/ს ,,ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია"-სგან 92 928 ლარის ,,ევრო რეგულარი"- ს ტიპის ბენზინი – ერთი ლიტრი 2,20 ლარად შეიძინა. ხელშეკრულების გაფორმების მომენტისთვის საცალო ქსელში ერთი ლიტრი იმავე ტიპის საწვავის ღირებულება 2,10 ლარით განისაზღვრებოდა. იმის გათვალისწინებით, რომ ნავთობიმპორტიორები დიდი ოდენობით საწვავის შეძენისას მყიდველს 3-5 თეთრიან ფასდაკლებებს უწესებენ, რაც იმავე ,,ვისოლი"-ს საიტზეც არის დაფიქსირებული, კასპის მუნიციპალიტეტმა საწვავი 13-15 თეთრით უფრო ძვირად შეიძინა, ვიდრე პირდაპირ საცალო ქსელიდან შეეძლო ეყიდა. აღნიშნულის შედეგად ბიუჯეტმა ათასობითლარის ზარალი განიცადა – მიაჩნია თათანაშვილს.

,,ზემოაღნიშნული ფაქტები ეჭვს ბადებს იმაზე, რომ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ადგილი ქონდა თანამდებობის ბოროტად გამოყენებით, ბიუჯეტის კუთვნილი თანხების მითვისებასა და არამიზნობრივ ხარჯვას. შესაბამისად კანონმდებლობის სრული დაცვით ჩვენს ხელთ არსებულ მასალაებს ვუგზავნით საქართველოს მთავარ პროკურატურას, გამოძიებისა და სამართლებრივი რეაგირებისათვის. ჩვენი მხრიდან ვაფიქსირებთ სრულ მზაობას გამოძიებასთან თანამშრომლობის კუთხით.” – დასძინა ხათუნა თათანაშვილმა.

კასპის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მესროფაშვილი ამბობს, რომ ყველაფერი კანონის სრული დაცვით მოხდა. მისი თქმით, ხათუნა თათანაშვილს საკრებულოს თავმჯდომარის პოსტის დაკავება სურს. ,,იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ფაქტებით შესაბამისი ორგანოები დაინტერესდება, მზად ვარ ყველა კითხვაზე პასუხი გავცე. შესაბამისი გადაწყვეტილებები კოლექტიურად იქნა მიღებული და ამ შემთხვევაში მხოლოდ ჩემი, როგორც დავით მესროფაშვილის გადაწყვეტილება არ ყოფილა” – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ.

ირმა კიტრიაშვილი / შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

Category: My files | Added by: premiertv
Views: 909 | Downloads: 0 | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:
www.wsa.ge
 საიტის რუკა