Main » Files » My files

კასპის სოფლებში ნარჩენების გატანის პროგრამა აზერბაიჯანული დასახლებებიდან დაიწყება
2012-12-12, 1:57 PM

კასპის მუნიციპალიტეტი დაგვა-დასუფთავების სამუშაოების განხორციელებას, ქალაქ კასპის გარდა, რაიონის ტერიტორიაზეც იწყებს. ეს პროგრამა 2013 წლიდან განხორციელდება, რომელიც პირველ რიგში აზერბაიჯანულ სოფელს (მიქელწყაროს) და დევნილთა დასახლებებს მოიცავს. ამ სამუშაოების შესასრულებლად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 228 000 ლარი გამოიყოფა.

ნარჩენების გატანა ქალაქ კასპიდან ყოველდღიურად განხორციელდება, ხოლო სოფელ თელიანის და მეტეხის დევნილების დასახლებიდან კვირაში 1 რეისი შესრულდება. რაც შეეხება აზერბაიჯანულ სოფელ მიქელწყაროს, აქ ნარჩენების გატანა კვირაში 2 ჯერ მოხდება. ნარჩენების მოგროვების შემდეგ მუნიციპალიტეტი მის უტილიზაციას (დამარხვას) აპირებს.

აღნიშნულ სამუშაოებს სპეციალური მოწყობილობით აღჭურვილი არანაკლებ 5–ერთეულ ავტომანქანა და 1–ტრაქტორია გათვალისწინებული.

ქალაქ კასპში ყოველდღიურად შემდეგი ქუჩები დასუფთავდება:

1. 26–მაისის ქუჩა და ეკლესიის უბანი
2. კოსტავას ქუჩა, #1 საჯარო სკოლა, #1საბავშო ბაღი
3. აღმაშენებლის ქუჩა
4. სააკაძის ქუჩა, #4 საჯარო სკოლა, დევნილების კორპუსები, გიმნაზია,
5. ჭავჭავაძის ქუჩა,
6. შატბერაშვილის ქუჩა
7. გორის ქუჩა
8. ქუთათელაძის ქუჩა. #3 საბავშო ბაღი
9. მირიან მეფის ქუჩა, კორპუსები, მიკრორაიონი.
10. ეფრემ–II ქუჩა, #2 საბავშო
11. კოჯრის ქუჩა, #4 საბავშო ბაღი
12. თავისუფლების ქუჩა წყალსაქაჩის ხიდიდან პაატას ხიდამდე
13. ერეკლეს ქუჩა, #5 საბავშო ბაღი
14. ხოკრიშვილის ქუჩა, #2 საჯარო სკოლა
15. პაატას ქუჩა
16. რუსთაველის ქუჩა, #3 საჯარო სკოლა

ორშაბათობით შემდეგი ქუჩები დასუფთავდება:

მაცხოვარი, კელაპტრიშვილი, 300 არაგველის, მშვიდობის, გრიშაშვილის, გორგასალის, დადიანის, იას, გოგებაშვილის, ასათიანის, ორბელიანის, გელათის, ჩახრუხაძის, პეტრიწის, ვახუშტის, ფარნავაზი–ცემენტის ქარხანა, საავადმყოფო, გამარჯვების, ტოლსტოის, ჭავჭავაძიდან მეორე სკოლასთან ჩასასვლელი ჩიხი, გურამიშვილის, ხეთაგუროვის, შარიფაშვილის, ნახევარი წერეთელი, ყაზბეგის I ნახევარი, ელქსელები, გინეკა, წულუკიძის, ანტონივსკაიას, თაყაიშვილის, ჭონქაძის, კოტეტიშვილის, ჯავახიშვილის, ცხვედაძის, სტადიონი.

სამშაბათი: თამარ მეფის, ბორჯომის, თევდორეს, ჩოლოყაშვილის, ვარძიის, ბახტაძის, კოლხეთის,
ლესელიძე, მეტეხის, ჯორჯიაშვილის, სამების. ქვათახევის, თევდორეს, თეთრი შენობები, ერთაწმინდის, ყაზბეგის II ნეხევარი, შარიფაშვილის, წერეთელის ნახევარი, კასპიგაზი, მარაბდელი, სოფელი მიქელწყარო

ოთხშაბათი: ქართლის, თბილისის, აჭარის, კახეთის, ბარათაშვილის, ჩოლოყაშვილის, ცაგარელის, ბარნოვის,
კოლხეთის, ფალიაშვილის, ლაშქარაშვილის, სარაჯიშვილის, საავადმყოფო, თეთრი ბინები, ტაბიძის, მცხეთის, ნინოშვილის, სამთავისის, ვაჟა-ფშაველას, ბახტრიონის, 9 ძმის, ანტონოვსკაიას, თაყაიშვილის, ჭონქაძის, კოტეტიშვილის, ჯავახიშვილის, ცხვედაძის, სტადიონი, კონსტიტუციის, ფარნავაზი–ცემენტის ქარხანა.

ხუთშაბათი:
 გაბაშვილის, ბორჯომის, თევდორეს, ჩოლოყაშვილის, ვარძიის, 9 აპრილის, ქვათახევის მოწამწთა, იას ქუჩა, თეთრი ბინები, პოლიკლინიკა, გურამიშვილის, წერეთელის, კასპიგაზი, გინეკა.

პარასკევი: „გერები", 300 არაგველის, მშვიდობის, გორგასალის, დადიანის, იას, გოგებაშვილის, ასათიანის,
ორბელიანის, გელათის, ჩახრუხაძის, პეტრიწის, ფარნავაზი–ცემენტის ქარხანა, გამარჯვების, ტოლსტოის, ჭავჭავაძიდან მეორე სკოლასთან ჩასასვლელი ჩიხი, საავადმყოფო, გურამიშვილის, ხეთაგუროვის, შარიფაშვილის, ნახევარი წერეთელი, ყაზბეგის I ნახევარი, ელქსელები, წულუკიძის, გინეკა, ანტონოვსკაიას, თაყაიშვილის, ჭონქაძის, კოტეტიშვილის, ჯავახიშვილის, ცხვედაძის, სტადიონი, სოფელი მიქელწყარო.

შაბათი: გაბაშვილის, ქართლის, თბილისის, აჭარის, კახეთის, ბარათაშვილის, ჩოლოყაშვილის, ბახტაძის,
კოლხეთის, ლესელიძის, მეტეხის, ჯორჯიაშვილის, სამების, ქვათახევის, თევდორეს, თეთრი შენობები, ერთაწმინდის, ყაზბეგის II ნახევარი, შარიფაშვილის, წერეთელის ნახევარი, კასპიგაზი, მარაბდელის ქუჩები.

კვირა: გაბაშვილის, ქართლის, თბილისის, აჭარის, კახეთის, ბარათაშვილის, ჩოლოყაშვილის, ბახტაძის,
კოლხეთის, ლესელიძის, მეტეხის, ჯორჯიაშვილის, სამების, ქვათახევის, თევდორეს, თეთრი შენობები, ერთაწმინდის, ყაზბეგის II ნახევარი, შარიფაშვილის, წერეთელის ნახევარი, კასპიგაზი, მარაბდელის, მეტეხისა და თელიანის დევნილთა ჩასახლება.

ირმა კიტრიაშვილი/შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

Category: My files | Added by: premiertv
Views: 914 | Downloads: 0 | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:
www.wsa.ge
 საიტის რუკა