Main » Files » My files

ქალთა დღე კასპში (video)
2013-03-17, 4:37 PM

კასპის მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებებში მომუშავე მანდილოსნებს ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელმა პირებმა ქალთა დღე 8 მარტი მიულოცეს. საზეიმო შეხვედრაზე შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტიც იმყოფებოდა. კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ოლეგ იაძემ ღვაწლმოსილ ქალბატონებს ქალთა საერთაშორისო დღე განსაკუთრებულად მიულოცა. ღონისძიების მონაწილეებმა მას შეხვედრის წინამძღოლობაც მიანდეს. ოლეგ იაძემ მანდილოსნებს წარმატებები და წისნვლა უსურვა.

განსაკუთრებით აქტიურობდა გამგეობის თანამშრომელი გივი მერებაშვილი. მერებაშვილმა რაიონის გამგებელს დახმარება შესთავაზა, რაც იმაში გამოიხატა, რომ თუ დაჭირდება ოლეგ იაძეს, მის ყველაზე ცნობილ ოპონენტ ქალბატონს ხელს სთხოვს.

ოლეგ იაძემ შეხვედრაზე ,,ნაციონალ” მანდილოსნებთან კოჰაბიტაცია გამოაცხადა და მათთან ვალსი იცეკვა.

იხ. ვიდეო:

ირმა კიტრიაშვილი / შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

Category: My files | Added by: premiertv
Views: 609 | Downloads: 0 | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:
www.wsa.ge
 საიტის რუკა