Main » Files » My files

ქართული ჭიდაობის ტურნირი კავთისხევში
2012-11-21, 10:04 PM

სოფელ კავთისხვის ღია საჭიდაო არენაზე, ქართულ ჭიდაობაში ნიკოლოზ მოდრეკილაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი რესპუბლიკური ტურნირი გაიმართა. ქართული ჭიდაობა ქართლში დღმდე პოპულარულია, ნიკოლოზ მოდრეკილაძე კი საკავთისხევოში, სწორედ  ქართული ჭიდაობის უდიდესი ქომაგი და მხარდამჭერი იყო.

 

ტურნირიში მონაწილეობდნენ კასპის,   გორის, ქარელის, ხაშურის და მცხეთის მოჭიდავეები. შეჯიბრს, რომელიც   5 წონით კატეგორიაშიპირად პირველობაზე გაიმართა – საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი და ყოფილი საბჭოთ კავშირის პრიზიორი ილია ჯანჯალაშვილი მსაჯობდა.

 

წონითი კატეგორიების მიხედვით  პირველი ადგილები მოიპოვეს:

50 კგ წონითი კატეგორია –  სოსო მარანელი (გორი),

60 კგ წონითი კატეგორია –  პაატა მერებაშვილი (გორი),

70 კგ წონითი კატეგორია –  ზვიად საზანდარიშვილი (გორი),

80 კგ წონითი კატეგორია –  კახა მამულაშვილი (კასპი),

მძიმე   წონითი კატეგორია –  ზურაბ კარბელაშვილი (გორი),

 

გამარჯვებულებს თასები, მედლები, დიპლომები და ფულადი ჯილდოები კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კახაბერ ხაჩირაშვილმა, შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსმა პაატა გამგებელმა და ქართული ჭიდაობის  ფედერაციის ვიცე პრეზიდენტმა  ოთარ ყურაშვილმა გადასცა.

მძიმე წონაში გამარჯვებულისთვის ყოჩი დააწესა ნიკოლოზ მოდრეკილაძის ვაჟმა გიორგი მოდრეკილაძემ, რომელიც პირადად გადასცა გამარჯვებულს.

 

ტურნირი ჩატარდა კასპის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს,მუნიციპალიტეტის გამგეობის და გამგეობის  სპორტის დაწესებულებების გაერთიანების  მხარდაჭერით.

Category: My files | Added by: premiertv
Views: 689 | Downloads: 0 | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:
www.wsa.ge
 საიტის რუკა