სოფელ კოდასთან გუშინდელი შეიარაღებული ინციდენტის შესახებ განცხადებას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ავრცელებს. განცხადების მიხედვით, მისია კმაყოფილია იმით, რომ ორივე მხარემ ინციდენტის აღმოსაფხვრელად სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი გამოიყენა.
მისიის განცხახდებაში ნათქვამია, რომ ინციდენტის შესახებ ინფორმაციის შესვლისთანავე დაიწყო გამოიძება, მისიის წარმომადგენლები იმ მიკროავტობუსის მძღოლსაც გაესაუბრნენ, რომელსაც ოსური მხრიდან ცეცხლი გაუხსნეს. მათივე ინფორმაციით, ინციდენტის შემდეგ ქართულმა და ოსურმა მხარეებმა შეხვედრა გამართეს და ინციდენტი განიხილეს
|