Main » Files » My files

ხელისუფლება სადაზღვევო ბაზარზე მონოპოლიას ებრძვის
2012-12-05, 3:10 PM


სადაზღვევო კომპანიების საქმიანობაზე ეროვნული ბანკი ზედამხედველობას ვეღარ განახორციელებს. კანონპროექტი, რომელიც "ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს, პარლამენტში შევიდა.

დოკუმენტის ავტორის, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის დავით ონოფრიშვილის განცხადებით, დაზღვევის სფეროს ზედამხედველობის დამოუკიდებელმა სამსახურმა, რომელიც 10 წელი ფუნქცინირებდა (ხოლო შემდეგ ეროვნული ბანკის ერთ-ერთ სამსახურად იქცა) არ გაამართლა. სადაზღვევო ბაზარი მონოპოლიზებული, ხოლო დაზღვეული მოსახლეობა უკმაყოფილო აღმოჩნდა.     

„ბიუჯეტი უამრავ თანხებს რიცხავდა, მაგრამ  ეს თანხები მოქალაქეებამდე  არ მიდიოდა, რადგან ის თანხა, რომელიც   ჯანდაცვას უნდა მოხმარებოდა, სადაზღვევო კომპანიების მოგებაზე წავიდა. ასეთი არაკონკურენტული, მონოპოლიზებული, არასწორად ფორმირებული ბაზარი ბევრ პრობლემებს ქმნის დღეს და მოქალაქეებმა იციან მის შესახებ. აღნიშნული კანონპროექტით  ჩვენ ვასრულებთ ჩვენს წინასაარჩევნო პროგრამაში გაწერილ დაპირებას, რომ სადაზღვევო სფეროს სჭირდება მეტი რეგულირება და მეტი კონკურენცია," - ამბობს დავით ონოფრიშვილი.

www.news.ge

Category: My files | Added by: premiertv
Views: 625 | Downloads: 0 | Rating: 5.0/1
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:
www.wsa.ge
 საიტის რუკა