Main » Files » My files

,,ქრთამი” ძალდატანებით
2012-12-13, 7:58 PM

ქონების მართვის შიდა ქართლის სამმართველოს სპეციალისტი ელგუჯა სალხინაშვილი 2 წლიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს. როგორც მან შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, მისი დაკავება ცინიკურად მოხდა. მასთან კერძო საკითხზე მისულ, ამავე დროს მიგზავნილ ქალბატონს შენობის გასასვლელამდე უყვიროდა, რომ მაგიდაზე დადებული თანხა უკან წაეღო. აღნიშნული დაკავების შესახებ არც პოლიციას და არც პროკურატურას ინფორმაცია და ვიდეო-მასალა დაკავების პერიოდში არ გაუვრცელებია.

,,წამიყენეს საჯარო მოხელის მიერ ქრთამის აღების ბრალდება, რომელზეც მე არც ხელი მომიკიდა და არც ამიღია. მოგზავნილმა ქალმა დადო ფული ჩემს მაგიდაზე, მოგზავნილმა ქალმა, რომელიც მესაუბრებოდა მე კერძო ნაკვეთებზე. ეს თანხა ,,ბე” იყოს და მიეცი იმათო. საუბარი ეხება კერძო ნაკვეთზე მცირე ფერმერული მეურნეობის დაწყებას, რომლის ორგანიზაციული საკითხების მოგვარებაზე ჩამრთეს და აზრი მკითხეს, როგორც გამოცდილ მეურნე კაცს. ესე იგი, მომიგზავნეს ეს ქალი და 3000 ლარი დამიდო მაგიდაზე, იმათ მიეცი, ნაკვეთი ვისიც იყო. მე მას გავეკიდე, კიბეებამდე ჩავყევი, ვეუბნებოდი, რომ წაეღო ეს ფული და მოეშორებინა, ვის რაში ჭირდება-მეთქი. კიბეებზე და ეზომდე ვდიე, რომ ეს ფული წაეღო, მაგრამ მოულოდნელად შემოვარდა ორი მანქანა. ეს ქალი გადაიყვანეს ერთ-ერთ მანქანაში, მეორე მანქანით კი კუდის თანამშრომლები გადმოვიდნენ და განმიცხადეს, რომ დაკავებული ვიყავი ქრთამის აღების ბრალდებით” – განაცხადა ელგუჯა სალხინაშვილმა.

ამჟამად, ელგუჯა სალხინაშვილი სახლში იმყოფება და აცხადებს, რომ მისი დაკავების დასამტკიცებლად, ელემენტარულად, ანაბეჭდებიც კი არ არსებობს დანომრილ ფულზე. გამოძიებას არც ფარულად გადაღებული ვიდეო-მასალა გაუსაჯაროებია, რომლის გაშიფვრის შემდეგ წარდგენილი ბრალდების სანდოობა ან არასანდოობა დამტკიცდებოდა.

ირმა კიტრიაშვილი / შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

Category: My files | Added by: premiertv
Views: 663 | Downloads: 0 | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:
www.wsa.ge
 საიტის რუკა