Main » Files » My files

,,მე, ალასანიას ნათესავს, მიმაჩნია, რომ ეს ქალბატონები სამართლიანობისთვის მებრძოლები არიან”
2013-01-29, 3:38 PM


გიორგი ბესტავაშვილი აღიარებს, რომ ის საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას უახლოესი ნათესავია, რომელიც კასპის მუნიციპალიტეტის გამგებლის, იგივე კოალიცია ,,ქართული ოცნების” წევრის ოლეგ იაძის წინააღმდეგ სასამრთლოში სარჩელის შეტანას აპირებს. ამის შესახებ გიორგი ბესტავაშვილმა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა.


ბესტავაშვილი ოლეგ იაძის ბრალდებებს უარყოფს და აღნიშნავს, რომ იაძის დანიშვნის შემდეგ მას გამგებლობაზე არც პრეტანზია გამოუთქვამს და არც კულუარული შეხვედრები გაუმართავს. თუმცა აღიარებს, რომ იაძის არჩევამდე პარტიაში მის კანდიდატურაზე საუბარი იყო. ამასთან მიაჩნია, რომ გამგებლის წინააღმდეგ მებრძოლი ქალბატონები სამართლიანობის აღადგენას ითხოვენ.

"კვალიფიციური, კომპეტენტური კადრები, ერთგულებითა და სულისკვეთებით გამორჩეული ადამიანები, ვინც სიცოცხლე დააყენა საფრთხის ქვეშ, ოლეგ იაძის ხელისუფლების მიერ დევნილები არიან”, – აცხადებს გიორგი ბესტავაშვილი.

იაძის თქმით, ბესტავაშვილი კასპში ცუდი რეპუტაციის ადამიანია, გარდა ამისა, იაძე მის უკან იმ ქალბატონებს ხედავს, რომლებიც გამგებლის წინააღმდეგ ხან შიმშილობენ, ხან ინტერვიუებს აძლევენ.

იაძის თქმით, ბესტავაშვილს ინტრიგების ხლართვაში კასპის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება” რესპუბლიკელის ხელმძღვანელი ხათუნა თათანაშვილი ეხმარება. თათანაშვილს კასპის საკრებულოს თავმჯდომარეობა უნდა. ამჟამინდელი თავმჯდომარე დავით მესროფაშვილი კი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრია. იაძე სწორედ მესროფაშვილის ხელმძღვანელობით არჩეული გამგებელია. მესროფაშვილის თქმით, ხათუნა თათანაშვილი საკრებულოს თავმჯდომარე ვერასოდეს გახდება. თათანაშვილი კი ამბობს, რომ მესროფაშვილი უნდა თავისით გადადგეს, რადგან საბოტაჟს ქმნის.

ერთი სიტყვით, ბესტავაშვილი-თათანაშვილის კამპანია ოლეგ იაძეს უკვე ღიად უპირისპირდება.


Category: My files | Added by: premiertv
Views: 684 | Downloads: 0 | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:
www.wsa.ge
 საიტის რუკა