Main » Files » My files

მომავალ საკრებულოს თავმჯდომარეს მიწების მიტაცებაში ადანაშაულებენ
2012-11-21, 10:08 PM

კასპის რაიონის სოფელ ქვემო ჭალის მოსახლეობა ამავე ტერიტორიული ორგანოს საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატს კახა გახელაძეს და მის ძმას ოთარ გახელაძეს სოფლის სკოლის ტერიტორიის მიტაცებაში დებენ ბრალს. ამის შესახებ ინფორმაცია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს საკრებულოს წევრმა რესპუბლიკური პარტიიდან ხათუნა თათანაშვილმა მიაწოდა. მისი თქმით, მოსახლეობიდან კოლექტიური განცხადება მიიღო, რომლის განხილვას უახლოეს საკრებულოს სხდომაზე გეგმავს.

ქვემო ჭალის სკოლის დირექტორის ბელა ქენქაძის განცხადებით, ძმებმა გახელაძეებმა დაახლოებით 200 კვადრატული მეტრი მიწის ფართობი იმ დროს გადაიფორმეს, ვიდრე მას უზურფუქტის წესით სკოლას გადასცემდნენ. იმ პერიოდში სოფლის მოსახლეობამ წინააღმდეგობის გაწევა სცადა, თუმცა, როგორც ქენქაძე აღნიშნავს, რაიონის ხელისუფლებასთან დაახლოებულმა და ამავდროულად ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ კახა გახელაძემ მიზანს მიაღწია. იმ პერიოდში კახა გახელაძე კასპის ,,წყალკანალის” დირექტორი იყო. დღეს კახა გახელაძემ ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობა” დატოვა, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარედ მის არჩევას აპირებენ.

მიწის ფართობზე დავა წლებია გრძელდება. ამჯერად, სოფლის და სკოლის ხელმძღვანელობამ, ხელისუფლებაში ,,ქართული ოცნების” მოსვლის შემდეგ, მიწის დაბრუნება კვლავ მოითხოვა, ხოლო კასპის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება-რესპუბლიკელების” თავჯდომარეს ხათუნა თათანაშვილს წერილობით მიმართეს.

თათანაშილი კოლექტიური განცხადების განხილვას და მოსახლეობის მოთხოვნის დაკმაყოფილებას საკრებულოს სხდომაზე გეგმავს.

სოფელ ქვემო – ჭალის მაჟორიტარი დეპუტი კახა გახელაძე შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტს უცხადებს, რომ აღნიშნული ფართობი, რომელზეც ედავებიან, მამაპაეულია.

,,მიწის ნაკვეთი ჩვენს ოჯახს კოლმეურნეობამ გადასცა, რომლის დაკანონებაც არჩევნების წინა პერიოდში მიწების უფასო რესგიტრაციის პროგრამით მოხდა” – აცხადებს გახელაძე. ის, მიწებით ხელახალ დაინტერესებას, პოლიტიკურს უწოდებს.

გასულ კვირას, კასპის საკრებულოს წევრმა ქვემო-ჭალის მაჟორიტარ დეპუტატმა კახა გახელაძემ ნაციონალური ფრაქციის თავჯდომარეობა დატოვა და გამარჯვებული გუნდის რიგებში გადაინაცვლა.Fფრაქციის დატოვების ერთერთ მოტივად დეპუტატები, მისი კანდიდატურის საკრებულოს თავჯდომარის პოსტზე წარდგენას უკავშირებენ. გახელაძე ამ ფაქტს არ უარყობს და კოლეგებისაგან მხარდაჭერას ელოდდეება.

ხათუნა თათანაშვილს, რომელიც 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე დაკომპლექტებულ საკრებულოში, ერთადერთ ოპოზიციურ ფიგურედ მოიაზრება საკრებულოში, ამჟამად, ,,ოპოზიციონერობაში” ფრაქცია ,,ნაციონალების” ყოფილი თავმჯდომარე კახა გახელაძე ეცილება.

კასპის საკრებულოს დეპუტატები კასპის საკრებულოს ამჟამინდელი თავმჯდომარის დავით მესროფაშვილის გადაყენებას 22 ნოემბერს გეგმავენ. მის ნაცვლად საკრებულოს წევრების უმრავლესობა კახა გახელაძის დანიშვნას აპირებენ. გახელაძის დანიშვნა წინასწარ რესტორანში უკვე აღნიშნეს.

Category: My files | Added by: premiertv
Views: 626 | Downloads: 0 | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:
www.wsa.ge
 საიტის რუკა