Main » Files » My files

,,ნარკომანები მებრძვიან” – იაძის საგანგებო ბრიფინგი
2013-01-10, 4:21 PM

დღეს 10 იანვარს კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ოლეგ იაძემ ჟურნალისტებთან საგანგებო ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, საკადრო პოლიტიკა უკვე დაასრულა და მუშაობას დღეიდან იწყებს. ,,მე ნარკომანები მებრძვიან, რომლებსაც ჩემი ადგილი უნდათ” – განაცხადა იაძემ. თუმცა არ დაუსახელებია ამ პიროვნების ვინაობა.

,,გასათავისუფლებელი უკვე გავათავისუფლე. დღეიდან ვიწყებ მუშაობას. ჩემს წინააღმდეგ იბრძვნიან ადამიანები, რომლებსაც სხვადასხვა თანამდებობები სურთ, მათ შორის გამგებლის. ძალიან ცუდია, რომ კონკრეტული პირები იყენებენ ისევ ჩვენი კოალიციის მხარდამჭერებს” – განაცხადა ოლეგ იაძემ. გამგებელმა საგანგებო შეხვედრა თანამშრომლებს ჟურნალისტების მისვლამდე მოუწყო.

ოფიციალური ინფორმაციით, გათავისუფლებულია 5 სამსახურის ხელმძღვანელი: ესენია: 1. კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის; 2. სოციალური; 3. ადმინისტრაციული, 4. სახანძრო და მე-5 – საბავშვო ბაღების გაერთიანების სამსახურები. გამგებელმა ისიც აღნიშნა, რომ დამატებულია ორი ახალი სამსახური – იურიდიული და არქიტექტურული სამსახური.


Category: My files | Added by: premiertv
Views: 697 | Downloads: 0 | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:
www.wsa.ge
 საიტის რუკა