Main » Files » My files

ნაცემია კასპის საკრებულოს ,,ნაციონალი” თავმჯდომარე
2013-01-23, 3:35 PM

დაკავებულია ,,ქართული ოცნების” წევრი ვახტანგ პაპაშვილი, რომელსაც კასპის საკრებულოს თავმჯდომარის დავით მესროფაშვილის ცემა ედება ბრალად.

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე, რომელიც ამავე დროს, ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრია, დავით მესროფაშვილი ცემეს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტი კასპიდან იტყობინება. ინციდენტის ამსახველ ვიდეო მასალას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

ჟურნალისტის ცნობით, საკრებულოს სხდომას კოალიცია ,,ქართული ოცნების” 40-მდე აქტივისტი ესწრებოდა. აქტივისტები საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომას მოითხოვდნენ და აცხადებდნენ, რომ საკრებულოს თავმჯდომარე დავით მესროფაშვილი არ უნდა ყოფილიყო ამ თანამდებობაზე.

ინციდენტი მაშინ დაიწყო, როდესაც სოფელ აღაიანში მცხოვრები ,,ქართული ოცნების” აქტივისტი სოფელში სასმელი წყლის უქონლობას დავით მესროფაშვილს აბრალებდა. მისმა თანასოფლელმა საკრებულოს დეპუტატმა ოთახიდან მისი გაყვანა სცადა. ამას მოჰყვა შეხლა-შემოხლა და დაიწყო ჩხუბი. ვინ ვის ურტყავდა, ვეღარ იგებდნენ. ცემა-ტყეპას საკრებულოს თავმჯდომარეც შეეწირა და მას სახის არეში სილურჯეები ეტყობა.

პოლიციამ საკრებულოს თავმჯდომარის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო და ამჟამად მიმდინარეობს მოკვლევა. როგორც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს აცნობეს, განცხადებას კასპის გამგებელი ოლეგ იაძეც გააკეთებს. ის სწორედ იმ საკრებულოს მიერ არჩეული გამგებელია, რომელსაც დავით მესროფაშვილი ხელმძღვანელობს. კოალიცია ,,ქართული ოცნების” აქტივისტები ოლეგ იაძის გადადგომასაც ითხოვენ


Category: My files | Added by: premiertv
Views: 667 | Downloads: 0 | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:
www.wsa.ge
 საიტის რუკა