Main » Files » My files

„ნაციონალების“ მაჟორიტარობის კანდიდატი გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს
2012-12-01, 3:24 AM

სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურისა და შს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა გაუპატიურების ფაქტზე ბორჯომის შსს რაიონული სამმართველოს უფროსი მამუკა ხვედელიანი დააკავეს, რომელიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბორჯომის მაჟორიტარულ ოლქში წარდგენილი იყო მაჟორიტარ დეპუტატად "ნაციონალური მოძრაობიდან". დაკავებულია სამმართველოს კიდევ ერთი თანამშრომელი ალექსანდრე ბლიაძე. სისხლის სამართლის საქმე შსს ბორჯომის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მხრიდან ვ.გ ს მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე აღიძრა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ვ.გ-ს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ შსს ბორჯომის რაიონული სამმართველოს უფროსი მამუკა ხვედელიანი, ამავე სამმართველოს თანამშრომლები: გიორგი ბლიაძე, ალექსანდრე ბლიაძე, სერგო სამსონიძე და ამ ეტაპზე გამოძიებით დაუდგენელი პოლიციის კიდევ ერთი თანამშრომელი.

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო ვ.გ-ს განცხადება, სადაც იგი მიუთითებდა, რომ 2009 წლის 1 იანვარს შსს ბორჯომის რაიონულ სამმართველოში, ამავე სამმართველოს თანამშრომლებმა მიაყენეს მძიმე ფიზიკური და მორალური შეურაცხყოფა. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ცემის პროცესში ალექსანდრე ბლიაძემ ვ. გ_ს  მარცხენა ყურზე დაადო ანთებული სიგარეტი და აიძულებდა ეთქვა სიმართლე ბაკურიანში მომხდარ ჩხუბთან დაკავშირებით. ცემის პროცესში პოლიციის უფროსის მამუკა ხვედელიანის ბრძანებით, ორმა პოლიციელმა დაზარალებული გადახარეს მაგიდაზე, ძალის გამოყენებით ჩახადეს შარვალი და პოლიციის თანამშრომლებმა უკანალზე მიადეს პოლიეთილენის ბოთლი, ხოლო პოლიციის უფროსის მ. ხვედელიანის დავალებით პოლიციის თანამშრომელმა ს.ს_მ მობილური ტელეფონის მეშვეობით გადაუღო რამდენიმე სურათი ამ მდგომარეობაში მყოფ ვ. გ_ს.  შემდეგ  გიორგი ბლიაძემ ოთხფეხა სკამის ფეხი ძალის გამოყენებით შეუყვანა უკანა ტანში, ს.ს. ამ მომენტშიც იღებდა ფოტოებს მ. ხვედელიანის დავალებით. სურათების გადაღების შემდეგ პოლიციელები დაემუქრნენ ვ.გ-ს რომ გადაღებულ სურათებს გამოაქვეყნებდნენ დაბა ბაკურიანში სარეკლამო აბრაზე. ამის შემდეგ ბორჯომის პოლიციის თანამშრომლებმა კვლავ მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა ვ. გ-ს, გადაიყვანეს იგი სხვა ოთახში და ამყოფეს იქ დილამდე. დილით ვ. გ. დაკითხა ბორჯომის შსს რაიონული სამმართველოს გამომძიებელმა და გაუშვა სახლში.

დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144მუხლის პირველი ნაწილით(დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა).

ხვედელიანის დაკავებასთან დაკავშირებით დღეს განმარტება მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმაც გააკეთა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პრესსამსახურში news.ge-ს უთხრეს, რომ პარტია საქმის დეტალებს არკვევს და ამ საკითხზე კომენტარს სავარაუდოდ ხვალ გააკეთებენ. 

 წყარო  www.news.ge 

Category: My files | Added by: premiertv
Views: 725 | Downloads: 0 | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:
www.wsa.ge
 საიტის რუკა