Main » Files » My files

,,ნაციონალებს” უჭირთ ,,ქართული ოცნების” წარმოთქმა
2012-12-23, 7:37 PM
 

კასპის საკრებულოში 21 დეკემბერს ფრაქციების: ,,ქართული ოცნება – რესპუბლიკელების”; ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”; ,,კასპი – დამოუკიდებლების” და ,,დამოუკიდებელი მაჟორიტარების” თავმჯდომარეები აირჩიეს. პროცესს შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტიც ესწრებოდა. ფრაქციების ჩამოთვლის დროს, საკრებულოს თავმჯდომარეს დავით მესროფაშვილს ურჩიეს, რომ ფრაქცია ,,ქართული ოცნების” სახელწოდების წარმოთქმა ნუ უძნელდება.

იმ დროს, როდესაც ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარედ ელზა დაბრუნდაშვილი აირჩიეს, მისი წინააღმდეგი ფრაქცია ,,ქართული ოცნება – რესპუბლიკელების” თავმჯდომარე ხათუნა თათანაშვილი იყო. საკრებულოს თავმჯდომარემ, კენჭისყრის დროს, აღნიშნა, რომ წინააღმდეგი, მხოლოდ, ერთი ფრაქციაა. სხვა ყველა დანარჩენი ფრაქციის სახელები სრულად ჩამოთვალა. ,,თქვი, თქვი, თავს ნუ იკავებ. რატომ არ ახსენებ ,,ქართული ოცნების” სახელს? – მიმართეს მესროფაშვილს.

როგორც ცნობილია, კასპის საკრებულოში გაუქმდა ფრაქცია ,,მაჟორიტარები” და ჩამოყალიბდა ორი ფრაქცია: ,,დამოუკიდებელი მაჟორიტარები” და ,,კასპი-დამოუკიდებელი”.


Category: My files | Added by: premiertv
Views: 644 | Downloads: 0 | Comments: 1 | Rating: 0.0/0
Total comments: 1
1 daniel  
0
ნაციონალებს კი არა უკვე ხალხსაც უჭირთ :P

Name *:
Email *:
Code *:
www.wsa.ge
 საიტის რუკა