Main » Files » My files

ოლეგ იაძე დირექტორებს შეხვდა (ვიდეო)
2012-12-22, 12:53 PM

კასპის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ოლეგ იაძე რაიონის ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების ხელმძღვანელებს შეხვდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, საუბარი სამომავლო გეგმებზე და რესურცენტრის საქმიანობას შეეხო. იაძე არ გამორიცხავს, რომ რესურსცენტრის ხელმძღვანელი შეიცვალოს.

,,რესურსცენტრის შეცვლას ვაპირებთ. რესურსცენტრის ხელმძღვანელი ამას გაგებით ეკიდება. ის არის წესიერი და საქმიანი ადამიანი და სხვაგან გადავიყვანოთ. ამაზე შეთანხმება გვაქვს.” – აცხადებს ოლეგ იაძე. სკოლების დირექტორები აცხადებენ, რომ დირექტორების შეცვლის თაობაზე საუბარი არ ყოფილა.

სოფელ თელიანის საჯარო სკოლის დირექტორი ნანი ბარნაბიშვილი ამბობს, რომ არჩეულ დირექტორებს თანამდებობაზე ყოფნის ვადა მომავალი წლის ზაფხულში ეწურებათ. ,,დადგება ზაფხული და მოხდება სკოლაში ხელახალი არჩევნები, ამიტომ აქ ნაადრევად გათავისუფლებაზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა” – ამბობს თელიანის სკოლის დირექტორი.

ირმა კიტრიაშვილი / შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

Category: My files | Added by: premiertv
Views: 655 | Downloads: 0 | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:
www.wsa.ge
 საიტის რუკა