Main » Files » My files

ოლეგ იაძე: ,,სოფლებს ,,ქართული ოცნების” აქტივისტებს ჩავაბარებ
2012-12-01, 2:31 PM

კასპის რაიონის ჩვიდმეტივე ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულებს თანამდებობა 29 დეკემბერს დატოვებინეს. მართალია გამგებლის კაბინეტიდან გამოსული რწმუნებული აღნიშნულ ფაქტს უარყოფდნენ, თუმცა კასპის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ოლეგ იაძემ დაგვიდასტურა, რომ ყველა მათგანი გათავისუფლებულია.

ოლეგ იაძე კი აცხადებს, რომ სოფლის თავკაცები 5 წუთიან სხდომაზე უმტკივნეულოდ დაითხოვა.

,,რაიონში სოფელი არ დარჩა, სადაც მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი არ მყავდეს აღზრდილი, მოსახლეობა პატივს მცემს და წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. სოფლის რწმუნებულებად ,,ქართული ოცნების” აქტივისტები დაინიშნებიან. მივცემ საშუალებას, რომ გადაწყვეტილება თვითონვე მიიღონ. ასევე მათზე იქნება დამოკიდებული სოფლის ყოფილ თავკაცებს დატოვებენ სამსახურში თუ გაუშვებენ სახლებში. ერთადერთი რომლის გაშვებასაც თამამად დავასახელებ, სოფელ მეტეხის რწმუნებული ციცო აბუაშილია.” – აცხადებს ოლეგ იაძე.

ახალად დანიშუნილი რწმუნებულების ვინაობა ერთ კვირაში გახდება ცნობილი.

წყარო qartli.ge

Category: My files | Added by: premiertv
Views: 657 | Downloads: 0 | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:
www.wsa.ge
 საიტის რუკა