Main » Files » My files

ოლეგ იაძემ საკუთარ მასწავლებელს შობა მიულოცა
2013-01-10, 4:18 PM

კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ოლეგ იაძემ საკუთარ მწვრთნელს ზალიმხან ილურიძეს საშობაო საჩუქრები გადასცა, ღონისძიება იმ დროს გაიმართა, როდესაც საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატთან დავით ონოფრიშვილთან ერთად სხვა 35 ღვაწლმოსილ და აქტიურ სპორტსმენს, კულტურის, განათლების და ხელოვნების მოღვაწეებს ფასიანი საჩუქრები დაურიგდათ.

კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, საჩუქარი რამოდენიმე უნარშეზღუდულ და სოციალურად დაუცველ ოჯახსაც გადაეცა.

,,რამდენადაც შევძელით ისე დავაფასეთ თქვენი შრომა, რომელიც ფასდაუდებელია, ვინაიდან თქვენ მთელი ცხოვრება ხალხის სამსახურში იყავით” – აღნიშნა თავის გამოსვლაში მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ოლეგ იაძემ.

იაძემ მადლობა იმ კომპანიებს და ბიზნესმენებს გადაუხადა, რომლებმაც ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს და საჩუქრების შეძენაში წვლილი გაიღეს. ესენი არიან:

ინდმეწარმე თამაზ ნიპარიშვილი, შპს ,,ევრა-პლიუსი”-ს ხელმძღვანელი ჯემალ ქერხაული, შპს ,,ჰერმან პლასტიკის” დამფუძნებელი მახლაზ დურგლიშვილი, შპს ,,გინეკა პლიუსი” ხელმძღვანელი – კახა ტატუნაშვილი; შპს ,,ჟამური” ხელმძღვანელი – ზურა მილაძე, შპს ,,კასპი 2011″ ილია ზაქარიაძე.


Category: My files | Added by: premiertv
Views: 900 | Downloads: 0 | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:
www.wsa.ge
 საიტის რუკა