Main » Files » My files

ოლეგ იაძეს უჩა ნანუაშვილთან უჩივლეს (ვიდეო)
2013-03-17, 4:41 PM

კასპის რაიონის სოფელ წინარეხში მცხოვრებმა დებმა – ნელი და ნინო მამასახლისებმა საქართველოს სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილს კასპის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის ოლეგ იაძის და მისი დანიშნული ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულების საქმიანობის შესწავლა სთხოვა. ამის შესახებ მამასახლისებმა და უჩა ნანუაშვილმა გორში ისაუბრეს. ნინო მამასახლისის თქმით, კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მასსა და სხვა მოშიმშილე ქალბატონებს ფიზიკური შეურაცხყოფა ოლეგ იაძის დავალებით მიაყენეს.

უჩა ნანუაშვილმა განაცხადა, რომ კასპის საკითხზე სახალხო დამცველის აპარატი ფაქტებს სწავლობს და ამის შესახებ საუბარი მათ მიერ მომზადებულ ანგარიშებში იქნება. სახალხო დამცველის წარმომადგენელი ნინო დალაქიშვილი კასპში მიმდინარე პროცესებს დიდი ხანია აკვირდება.

კასპის გამგებელი ოლეგ იაძე შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში აცხადებს, რომ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. მან ის ვიდეომასალა მიაწოდა პროკურატურას, სადაც გამგეობის შენობიდან მოშიმშილე ქალბატონების გაყვანაა დაფიქსირებული.

იხ. ამავე თემაზე:

,,ვითარება კასპში"

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

Category: My files | Added by: premiertv
Views: 1090 | Downloads: 0 | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:
www.wsa.ge
 საიტის რუკა