Main » Files » My files

ოლეგ იაძის მომხრეების და მოწინააღმდეგეების კამათი
2013-01-22, 7:09 PM

კასპის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროში მუნიციპალიტეტის გამგებლის ოლეგ იაძის მომხრეებმა და მოწინააღმდეგეებმა იკამათეს. ინციდენტი მაშინ მომხდა, როდესაც მოშიმშილე მანდილოსნებს სახალხო დამცველის წარმომადგენელი ნინო დალაქიშვილი ხვდებოდა. როგორც ცნობილია, კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობლის ოლეგ იაძის გადადგომის მოთხოვნით გამგეობის შენობაში 6 მანდილოსანი შიმშილობდა, ხოლო შენობიდან რამდენიმე მოშიმშილეს ფიზიკური ძალის გამოყენებით დაატოვებინეს შენობა. სახალხო დამცველი ამ ფაქტის შესასწავლად კასპში ჩავიდა.

,,ქართული ოცნების” წევრი რუსუდან ზაქარაშვილი ამბობს, რომ მოშიმშილეები სინამდვილეში არ შიმშილობენ. მან მაჟორიტარის ბიუროში შეკრებილ აქციის წევრებს სამედიცინო დასკვნის წარდგენა მოსთხოვა. საუბარი სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ამჟმად, მოშიმშილეებმა შიმშილობა შეწყვიტეს. ეს გადაწყვეტილება მათ მას შემდეგ მიიღეს, რაც ცენტრალური ოფისიდან კოალიცია ,,ქართული ოცნების” წევრები, კერძოდ ,,თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენლები ჩავიდნენ და სიტუაციის დაწყნარება სცადეს. მოშიმშილე მანდილოსნები და კასპის გამგებელი ასევე კოალიცია ,,ქართული ოცნების” წევრები არიან
.


Category: My files | Added by: premiertv
Views: 687 | Downloads: 0 | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:
www.wsa.ge
 საიტის რუკა