Main » Files » My files

ოლეგ იაძის პრემია
2013-02-07, 8:30 PM

2012 წლის დეკემბრის თვეში კასპის საკრებულოსა და გამგეობის თანამშრომლებზე პრემიები გაიცა ორჯერ. ანუ თანამშრომელთა უმეტესობამ 2012 წლის დეკემბერში პრემიის სახით მიიღეს ხელფასის ორმაგი ოდენობა. რაც შეეხება 26 ნოემბერს გამგებლად დანიშნულ ოლეგ იაძეს და აგრეთვე მასთან ერთად გამგეობაში დანიშნულ ახალ თანამშრომლების უმეტესობას მათ პრემიის სახით ხელფასის ერთმაგი ოდენობა მიიღეს.

2013 წლის 29 იანვარს კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ოლეგ იაძის ხელმოწერით ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს მოაწოდა საჯარო ინფორმაცია, რომელიც 2012 წლის განმავლობაში (თვეების მიხედვით) გამგეობის თანამდებობის პირებზე (ცალ-ცალკე) და თანამშრომლებზე გაცემული პრემიების ოდენობის შესახებ ინფორმაციას წარმოადგენს.

მიღებული დოკუმენტაციით ირკვევა, რომ კასპის მუნიციპალიტეტში 2012 წლის მანძილზე 215 თანამშრომელზე გაიცა 545 377,39 ლარი, მათ შორის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით მესროფაშვილმა წახალისების სახით ერთი წლის განმავლობაში მიიღო 31 721 ლარი, ხოლო კასპის ყოფილმა გამგებელმა კახაბერ ხაჩირიშვილმა 23 954 ლარი.

აღსანიშნავია, რომ 2012 წელს მუნიციპალიტეტის მაღალი თანამდებობის პირები (გამგებელი და საკრებულოს თავმჯდომარე) ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ინფორმაციით ხელფასის ერთმაგ ოდენობას პრემიის სახით თითქმის ყოველთვიურად იღებდნენ და ზოგადად წლების განმავლობაში შეინიშნება ზოგიერთი მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირთა სახელფასო შემოსავლების ზრდა.

სრული ინფორმაცია კასპის მუნიციპალიტეტის თანამშრ
ომლებზე


Category: My files | Added by: premiertv
Views: 669 | Downloads: 0 | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:
www.wsa.ge
 საიტის რუკა